კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული დაიჭირეს! ვინ არის და რა დეტალები ხდება ცნობილი? - "ცხედარი დივანთან იპოვეს და სისხლის გუბეში ცურავდა..."
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული კაცი დაკავებულია. ის პოლიციამ ცოტა ხნის წინ აიყვანა. მკვლელობაში ბრალდებულია სენაკელი მამაკაცი ბ.ჯ., რომელსაც სამართალდამცავები გუშინდელი საღამოდან ეძებდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის მიზეზი ფოტო გახდა, რომელიც რამდენიმე საათის წინ კესარიამ სოციალურ ქსელში, "სთორიზე" გამოაქვეყნა. ძებნილი ბექა ჯაიანი სენაკიდანაა და ცნობილია, რომ ერთ-ერთ ბარის დაცვის თანამშრომელია.
მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში დივანთან იპოვეს. მას ყელის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა. "ამბებს" წყარო უყვება, რომ მეზობლებმა ყვირილის ხმა გაიგეს, შემდეგ კი აივანზე მამაკაცი შენიშნეს, რომელიც სიგარეტს ეწეოდა.
"ამის შემდეგ სახლი დატოვა. მეზობლები თავიდან სახლში შესვლას ვერ ბედავდნენ, თუმცა ერთ-ერთი მაინც შევიდა და კესარია აბრამიძე სისხლის გუბეში დაინახა. სავარაუდოდ, მკვლელმა საძილე არტერია გადაუჭრა" - გვიყვება წყარო.
ambebi.ge