„მამიკომ პირველად აგიყვანათ ხელში.. დედასაც აეყვანეთ, როგორ მენანება“ – გიგა ცხელიშვილი ემოციურ ვიდეოს აზიარებს
ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის, შორენა ონიანის მეუღლე, გიგა ცხელიშვილი სოციალურ ქსელში შვილებთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და წერს:
„მამიკომ პირველად აგიყვანათ ხელში. დედასაც აეყვანეთ ხელში, როგორ მენანება შორე. თქვენს თვალინ გაიზრდებიან ეს ბავშვები, ყველას აინტერესებს, ბევრი დაგვიდგა გვერდით“ – წერს გიგა ცხელიშვილი.
ცნობისთვის, შორენა ონიანის დასახმარებლად საზოგადოება გაერთიანდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ახალგაზრდა ქალი 15 ნოემბერს გარდაიცვალა.