"ნანუკა ჟორჟოლიანის და ცნობილი პოლიტიკოსის შვილები დაქორწინდნენ" - ვინ არის მარიამ გეგუჩაძის რჩეული, რომელზეც არასოდეს უსაუბრია (ფოტოები)
ზაფხულის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი მარიამ გეგუჩაძე დაოჯახდა. მარიამმა ივნისში "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე უცნობ ახალგაზრდასთან გადაღებული ფოტოები და ქორწინების ბეჭედი გამოაქვეყნა. ვინ გახდა მარიამის მეუღლე, ამ თემაზე არასოდეს უსაუბრია.
როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, მარიამის რჩეული პოლიტიკოსის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ეკა ხერხეულიძის უფროსი ვაჟი, 26 წლის გიორგი მჭედლიშვილია. წყარო გვეუბნება, რომ წყვილი ერთად ცხოვრობს.
გიორგის სოციალურ ქსელში არ იძებნება. მის ფოტოებს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი დედა პერიოდულად აქვეყნებს და დღესასწაულებს ულოცავს.
ეკა ხერხეულიძეს ორი ვაჟი - გიორგი და ნიკოლოზი ჰყავს, რომლებიც 1997-1998 წლებში შეეძინა. მეუღლე დეკლარაციაში არ ფიქსირდება. მასზე ხერხეულიძეს არასოდეს უსაუბრია. თუმცა ერთ-ერთ პოსტში ეკამ შვილებთან და ყოფილ მეუღლესთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
რაც შეეხება მარიამ გეგუჩაძეს, მას საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს. პოპულარული დედის შვილი ხშირად ექცეოდა მედიის ყურადღების ცენტრში.
წლების შემდეგ კი, ზრდასრულ ასაკში თითქმის ყველა პოლიტიკურ აქციას ესწრებოდა, ასევე იყო სხვადასხვა ახალგაზრული გაერთიანების წევრი, თუმცა პოლიტიკაში ბედი არასოდეს უცდია. მარიამი ამჟამად Coca-Cola Bottlers Georgia-ს თანამშრომელია.
განათლება უცხოეთში მიიღო, ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს:
- როდესაც ნანუკა და ერეკლე დაშორდნენ, ისე დაემთხვა, რომ ამერიკაში წავედი საცხოვრებლად და იქ ჩავაბარე. ნანუკას, რაც შემეძლო, გვერდში ვედექი, დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება რაღაცები სხვანაირად გამეკეთებინა, მაგრამ მას ყოველთვის ვუსმენდი. ძალიან ძნელია, როდესაც მშობელი რაღაცას განიცდის. ბავშვობაში გგონია, რომ ის სუპერგმირია და ყველაფერი შეუძლია, მაგრამ როდესაც ხედავ, ცუდად არის, ხვდები, რომ ზუსტად იგივენაირი ადამიანია, როგორც ყველა სხვა. მაგ დროს მივხვდი, რომ დედაჩემი მხოლოდ სუპერგმირი არ იყო, რომელიც ყველაფერს მოაგვარებდა.
"ამერიკაში ყოფნისას, დამეწყო პანიკური შეტევები და მძიმე დეპრესია. იქამდე წარმოდგენა არ მქონდა, რომ ასეთი რამე არსებობდა, დაგუგვლისაც კი მეშინოდა, მაშინ 17 წლის ვიყავი. თან ვერავის ვუყვებოდი და მთელი ეს ენერგია სწავლაში გადავიტანე... დიდი ხანი ვცდილობდი, ამ შეგრძნებების დავიწყებას.
საკუთარ თავს შორიდან ვუსმენდი. ერთ-ერთი მძიმე ინციდენტის შემდეგ დამეწყო ჭინჭრის ციება, წონაში 20 კილო მოვიმატე, შეშუპებული ვიყავი, ვეღარ ვმოძრაობდი. მახსოვს, პარიზში გარდაიცვალა ჩემი მეგობარი და აი, მანდ ამომასხა, ვეღარ ვმალავდი და ბოლომდე დავიშალე და გავნადგურდი. შემდეგ ვიარე ფსიქოლოგებთანაც და ფსიქიატრებთან. როგორ გადავლახე? - ბოლომდე არ დამიმარცხებია, ჩემი პირველი ნაბიჯი ის იყო, რომ ამ ყველაფრის აღარ მეშინოდა, შემდეგ უკვე საკუთარი თავის მართვა დავიწყე..."