რეგისტრაცია
Website Demo » “ძალიან პატარა მიმიყვანეს ბავშვთა სახლში და 12 წელი არავის მოუკითხავს… 6 წელი ვაგროვებდი ბინისთვის ფულს” – მსოფლიოს 18-გზის ჩემპიონის მძიმე ბავშვობა და დიდი წარმატება

“ძალიან პატარა მიმიყვანეს ბავშვთა სახლში და 12 წელი არავის მოუკითხავს… 6 წელი ვაგროვებდი ბინისთვის ფულს” – მსოფლიოს 18-გზის ჩემპიონის მძიმე ბავშვობა და დიდი წარმატება

14 Sep 2024, 22:13

 

პა­რამ­კლავ­ჭი­დე­ლი მა­რი­ნე ფუტ­კა­რა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან ოქ­როს მედ­ლით დაბ­რუნ­და. მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ერთი კუ­თხე სავ­სეა მედ­ლე­ბი­თა და სი­გე­ლე­ბით. მა­რი­ნე 18-გზის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნია, 17-ჯერ კი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. ამ­ჯე­რად მოლ­და­ვეთ­ში გა­მარ­თულ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე იყო ჩა­სუ­ლი და +70 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში იას­პა­რა­ზე. მისი წყა­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი კი­დევ ერთხელ გაჟ­ღერ­და. გო­გო­ნა ამა­ყად იდგა კვარ­ცხლბეკ­ზე, სა­დაც ყვე­ლა­ზე მაღ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა ფრი­ა­ლებ­და.

მა­რი­ნე ფუტ­კა­რა­ძე წლე­ბია, სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­შია ჩარ­თუ­ლი და ის ორი­ვე ხე­ლით ერ­თნა­ი­რი წარ­მა­ტე­ბით ას­პა­რე­ზობს. ამ­ბობს, რომ ამ შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად ბევ­რი იშ­რო­მა. ამ საქ­მემ იმ­დე­ნად გა­ი­ტა­ცა, რომ მწვრთნე­ლის პრო­ფე­სი­ა­საც და­ე­უფ­ლა, სერ­ტი­ფი­კა­ტი აიღო და სხვა ბავ­შვებ­საც უსას­ყიდ­ლოდ ეხ­მა­რე­ბა მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში. უხა­რია მათი სი­ხა­რუ­ლი და აღ­ტა­ცე­ბით სა­უბ­რობს სხვე­ბის მიღ­წე­ვებ­ზეც. არას­დროს ავი­წყდე­ბა ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მას წარ­მა­ტე­ბე­ბის მიღ­წე­ვა­ში და­ეხ­მარ­ნენ. მა­რი­ნე აჭა­რა­ში, ბავ­შვთა სახ­ლში გა­ი­ზარ­და. ბავ­შვთა სახ­ლში გა­ი­ზარ­და მისი ორი დაც, თუმ­ცა მის­გან მო­შო­რე­ბით, ქუ­თა­ის­ში და დებ­მა ერ­თმა­ნე­თი ბავ­შვთა სახ­ლის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ გა­იც­ნეს.

სმე­ნის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე მა­რი­ნე ფუტ­კა­რა­ძის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ბა­თუ­მის ბავ­შვთა სახ­ლში, მკლავ­ჭი­დის ფე­დე­რა­ცი­ის მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა გოჩა შა­ვა­ძემ აღ­მო­ა­ჩი­ნა და ამის შემ­დეგ გო­გო­ნას სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი გა­უჩ­ნდა.

მა­რი­ნე ფუტ­კა­რა­ძე:

– პა­რა­ო­ლიმ­პი­ე­ლე­ბი ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გე­ბით დავ­ბრუნ­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში. კი­დევ ერთხელ მო­ვი­პო­ვე ოქ­როს მე­და­ლი. ბედ­ნი­ე­რი ვარ. არა­და, ამ სპორ­ტით სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით და­ვინ­ტე­რეს­დი. რო­გორც ჩანს, ძა­ლი­ან პა­ტა­რა მი­მიყ­ვა­ნეს მა­ხინ­ჯა­უ­რის ბავ­შვთა სახ­ლში და იქ დამ­ტო­ვეს, ამი­ტომ მშობ­ლე­ბი არ მახ­სოვს. ძა­ლი­ან კარგ პი­რო­ბებ­ში ვიზ­რდე­ბო­დი. როცა წა­მო­ვი­ზარ­დე, მა­ხინ­ჯა­უ­რი­დან ბა­თუ­მის ბავ­შვთა სახ­ლში გა­და­მიყ­ვა­ნეს. 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემ­თვის არა­ვის მო­უ­კი­თხავს. სმე­ნა დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი მქონ­და. ერთხელ ქუ­ჩა­ში მი­მა­ვალს მან­ქა­ნა და­მე­ჯა­ხა, რად­გან ყურ­ში არ მეს­მო­და. მა­შინ გა­დავ­რჩი. ბავ­შვთა სახ­ლის პე­და­გოგ­მა, ჩემ­მა აღ­მზრდელ­მა გი­უ­ლი თავ­ბე­რი­ძემ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ სმე­ნის პრობ­ლე­მა მქონ­და. სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლის დი­აგ­ნო­ზი და­მის­ვეს და აპა­რა­ტიც მა­ჩუ­ქეს. ახ­ლაც მახ­სოვს ის რე­აქ­ცია, რაც მა­შინ მქონ­და. მა­ნამ­დე არა­ფე­რი მეს­მო­და, აპა­რატს რომ ვი­კე­თებ­დი, უკვე რა­ღაც ხმე­ბი “მო­დი­ო­და”. ამით შან­სი მო­მე­ცა, ლა­პა­რა­კი მეს­წავ­ლა. ჩვე­ნი დი­რექ­ტო­რი, ბა­ტო­ნი გია ვერ­ძა­ძე მარ­თლა ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, ბავ­შვებს კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა რომ მიგ­ვე­ღო. ჩვენ გვერ­დით ბევ­რი კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო და მად­ლი­ე­რი ვარ მათი. მა­ნამ­დე ლა­პა­რა­კიც კი არ ვი­ცო­დი, შემ­დეგ და­ვი­წყე გაკ­ვე­თი­ლებ­ზე სი­ა­რუ­ლია. მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გი მას­წავ­ლებ­ლე­ბი მყავ­და რო­გორც ბავ­შვთა სახ­ლში, ასე­ვე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში: ბა­თუ­მის მე-20 სკო­ლა და­ვამ­თავ­რე.

– რო­დის და­ინ­ტე­რეს­დით მკლავ­ჭი­დით?

– ბავ­შვთა სახ­ლში ვი­ღაც კაცი მო­ვი­და მკლავ­ჭი­დის ფე­დე­რა­ცი­ი­დან, მას­თან ერ­თად იყ­ვნენ ამე­რი­კე­ლე­ბიც. მა­გი­და გა­შა­ლეს და მკლა­ვის გა­და­წე­ვა­ში ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. ბავ­შვი ვი­ყა­ვი, 14 წლის. მი­ვე­დი, მეც გა­დავ­წევ-მეთ­ქი და ყვე­ლას მო­ვუ­გე. მკლავ­ჭი­დის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა წა­მიყ­ვა­ნა შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც უფა­სო იყო დარ­ბაზ­ში სი­ა­რუ­ლი. სწო­რედ იქ გა­მაც­ნო აჭა­რის მკლავ­ჭი­დის ფე­დე­რა­ცი­ის მწვრთნე­ლი თე­მურ ლი­პარ­ტიშ­ვი­ლი. მას ჩა­ა­ბა­რა ჩემი თავი. ვი­ვარ­ჯი­შე, მო­ვემ­ზა­დე. მახ­სოვს ბი­ჭე­ბი ბევ­რნი იყ­ვნენ და მარ­ტო მე რომ ვი­ყა­ვი გოგო, მრცხვე­ნო­და. მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მე­ო­რე ად­გი­ლი ავი­ღე. ახ­ლაც მახ­სოვს ის ემო­ცი­ე­ბი. მე­ში­ნო­და, ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. იმის მერე 18 წლამ­დე ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აღარ მი­მი­ღია, რად­გან სა­ნამ არას­რულ­წლო­ვა­ნი ვი­ყა­ვი, ბავ­შვთა სახ­ლი­დან ჩემი გაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ.

მხო­ლოდ ვვარ­ჯი­შობ­დი ხოლ­მე. 18 წლის რომ გავ­ხდი, რო­გორც წესი, ბავ­შვთა სახ­ლი უნდა და­მე­ტო­ვე­ბი­ნა. სრულ­წლო­ვა­ნი რომ გახ­დე­ბო­დი, მო­ძებ­ნიდ­ნენ შენს ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს და შვი­ლებს ხელ­წე­რი­ლით ატან­დნენ. მე რომ 18-ის გავ­ხდი, მა­შინ მო­ძებ­ნეს მა­მა­ჩე­მიც. ის მა­შინ პირ­ვე­ლად ვნა­ხე. ხელი მო­ა­წე­რა დო­კუ­მენტს და სახ­ლში წა­მიყ­ვა­ნა, მაგ­რამ იქ ვერ გავ­ჩერ­დი, ვერ შე­ვე­გუე უცხო გა­რე­მოს. ამი­ტომ ისევ უკან, ბავ­შვთა სახ­ლში დავ­ბრუნ­დი. დი­რექ­ტორს ვთხო­ვე, – კი­დევ დავ­რჩე­ბი, სა­ნამ სკო­ლას და­ვამ­თავ­რებ-მეთ­ქი. წა­სას­ვლე­ლი მარ­თლა არ­სად მქონ­და. შე­მი­ფა­რეს. დი­რექ­ტორს რომ არ შეჰ­ქმნო­და პრობ­ლე­მა, ვუ­თხა­რი, ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გა­მა­ფორ­მოთ, მე და­გეხ­მა­რე­ბით და­ლა­გე­ბა­ში, სხვა საქ­მე­ებ­ში და ღა­მეს აქ გა­ვა­თე­ნებ-მეთ­ქი. და­სა­ძი­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი ხომ უნდა მქო­ნო­და?! 21 წლი­სამ და­ვამ­თავ­რე სა­ჯა­რო სკო­ლა. ორი წელი და­მე­კარ­გა, რად­გან მა­ნამ­დე სმე­ნის აპა­რა­ტი არ მქონ­და და ვერ ვსწავ­ლობ­დი. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ წა­მო­ვე­დი ბავ­შვთა სახ­ლი­დან.

– მშობ­ლებს მერე აღარ უც­დი­ათ თქვენ­თან და­ახ­ლო­ე­ბა?

– ამ­ბო­ბენ, რომ დე­და­ჩე­მი გარ­და­იც­ვა­ლა. მერე გა­ვი­გე, რომ მყავს ორი და, ისი­ნი ქუ­თა­ი­სის ბავ­შვთა სახ­ლში გა­ი­ზარ­დნენ. ახლა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ჩვენ გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი, მაგ­რამ ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვაქვს. ისი­ნი ყრუ-მუნ­ჯე­ბი არი­ან. ახლა ჩემს დის­შვილს, 16 წლის ბი­ჭ­საც ვამ­ზა­დებ მკლავ­ჭი­დის ჩემ­პი­ო­ნო­ბის­თვის… ჯერ აჭა­რის ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდი მკლავ­ჭიდ­ში, მერე სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი, იმა­ვე წელს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ში მე­ო­რე ად­გი­ლი მო­ვი­პო­ვე. ან­ტა­ლი­ა­ში ჩა­ტარ­და მა­შინ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი და 55 კი­ლომ­დე წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში 16 წლამ­დე ასა­კის გო­გო­ნე­ბის ნაკ­რებ­ში 24 ქვეყ­ნის მკლავ­ჭი­დე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ეს გა­მარ­ჯვე­ბა ისე­თი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო, რო­მელ­საც სი­ტყვე­ბით ვე­რას­დროს აღვწერ. ამ მიღ­წე­ვებ­მა დიდი სტი­მუ­ლი მომ­ცა.

დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს მწვრთნელს, თე­მურ ლი­პარ­ტიშ­ვილს. რომ არა ის, არ ვიცი, ჩემი ცხოვ­რე­ბა რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბო­და. ექ­ვსი წელი ვაგ­რო­ვებ­დი ბი­ნის­თვის ფულს, რად­გან მინ­დო­და ჩემი ჭერი მქო­ნო­და. მა­შინ სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა 100 ლარი მქონ­და, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის პენ­სი­აც 100 ლარი იყო. სპორ­ტში რომ გა­ვი­მარ­ჯვე, პრე­მი­ე­ბი ჩა­მი­რი­ცხეს და ასე შე­ვაგ­რო­ვე 5.000 დო­ლა­რი. ჩემ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა მომ­ცა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნაც. უფა­სოდ, თა­ვის სახ­ლში შე­მიშ­ვა, ერთი პა­ტა­რა ოთა­ხი მქონ­და და იქ ვცხოვ­რობ­დი. 6 წელი მარ­თლა ბევ­რი ვიწ­ვა­ლე, ბევ­რჯერ გავ­ხდი ჩემ­პი­ო­ნი, ასე ვა­მა­ტებ­დი ყვე­ლა თან­ხას ერ­თმა­ნეთს, რომ ჩემი ოც­ნე­ბის­თვის მი­მეღ­წია. ბა­თუმ­ში ჯერ შავი კარ­კა­სი ვი­ყი­დე, მერე ნელ-ნელა რე­მონ­ტი გა­ვა­კე­თე და ახლა ჩემი ბინა მაქვს და ბედ­ნი­ე­რი ვარ. დიდი მად­ლო­ბა ბა­ტონ თე­მურს გვერ­დში დგო­მის­თვის. ჩემი ბინა რომ მო­ვა­წყვე, მერე წა­მო­ვე­დი მისი სახ­ლი­დან

აგრეთვე იხილეთ: