რეგისტრაცია
Website Demo » "მაშანტაჟებდა და ამას მთხოვდა" - რა ჩვენებას აძლებს ბექა ჯაიანი ?

"მაშანტაჟებდა და ამას მთხოვდა" - რა ჩვენებას აძლებს ბექა ჯაიანი ?

19 Sep 2024, 18:41

ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბექა ჯა­ი­ა­ნი ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა იმ დროს აიყ­ვა­ნეს, როცა ის ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას ცდი­ლობ­და.

რო­გორც ambebi.ge-სთვის ხდე­ბა ცნო­ბი­ლი, ჯა­ი­ან­მა აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი და მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვად შან­ტა­ჟი და­ა­სა­ხე­ლა.

სან­დო წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ჯა­ი­ა­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ მას მკვლე­ლო­ბა წი­ნას­წარ გან­ზრა­ხუ­ლი არ ჰქო­ნია. მისი თქმით, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე მას ცო­ლად მოყ­ვა­ნას სთხოვ­და, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბით აშან­ტა­ჟებ­და. მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, კე­სა­რი­ამ მარ­თლაც დადო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო. ჯა­ი­ა­ნი ამ­ბობს, აბ­რა­მი­ძეს­თან ასულ­მა ვნა­ხე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი და წყო­ბი­დან გა­მო­ვე­დიო...“

წყარო: ​ambebi.ge

აგრეთვე იხილეთ: