“ამიტომ ვერ შევიკავე თავი…” – აი სინამდვილეში რატომ სცემა სასტიკად ცეკვის მასწავლებელმა 12 წლის ბავშვი
ბთუმის საქალაქო სასამართლომ 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ცეკვის მასწავლებელს, რომელმაც 12 წლის მოზარდი სცემა. კადრები “ბათუმელებმა” გაავრცელა.
“ცუდი ფაქტი მოხდა. ბოდიშს ვიხდი, ვინანიებ, მაგრამ მაინც მაქვეყნებენ… არ ვიცი, რა გითხრათ.. ეს ბავშვი მეორე ბავშვს სცემდა და ამაზე გავღიზიანდი, წამოვარტყი, ეს არის. არ ვიცი, ეს როგორ დამემართა, არასდროს ბავშვზე ხელი არ ამიწევია. დედა ახალი გარდაცვლილი მყავდა, ალბათ, ამიტომ ვერ შევიკავე თავი. საჩივარი შევიტანე, კი…
მეორე დღეს დედა და მამიდა შუა რეპეტიციაზე შემომივარდნენ წივილ-კივილით, ბავშვები შემიშინეს, ვთხოვე, რეპეტიცია დამთავრდება და შემდეგ დავილაპარაკოთ-მეთქი და არ დაიშალეს, იყო ფიზიკური შეხებაც. ეს კადრები არსად გასულა.