რეგისტრაცია
Website Demo » ”ზურამ მითხრა ქეთა თოფურია მიყვარსო და მიმატოვა… ” – ხათუნა ჟორდანიას შოკისმომგვრელი რამ აღიარება

”ზურამ მითხრა ქეთა თოფურია მიყვარსო და მიმატოვა… ” – ხათუნა ჟორდანიას შოკისმომგვრელი რამ აღიარება

04 Sep 2024, 16:06

 

"რუს­თა­ვი 2" -ს გა­და­ცე­მა "ფა­რულ კონ­ვერ­ტში“, ია ფა­რუ­ლა­ვას ამ­ჯე­რად ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია ჰყავ­და სტუმ­რად. მძი­მე სე­ნის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, ხა­თუ­ნა ხში­რად სტუმ­რობს სხვა­დას­ხვა სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მებს და გან­ვლილ ორ წე­ლი­წად­ზე სა­უბ­რობს, რო­დე­საც მკურ­ნა­ლო­ბის საკ­მა­ოდ რთუ­ლი გზა გა­ი­ა­რა. ამ­ჯე­რად ჟორ­და­ნი­ამ ტრა­დი­ცია და­არ­ღვია და ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ზურა ხა­ჩი­ძი­სა და ქეთა თო­ფუ­რი­ას გახ­მა­უ­რე­ბულ რო­მან­ზე ისა­უბ­რა და ყვე­ლა იმ კი­თხვას გას­ცა პა­სუ­ხი, რაც აქამ­დე მხო­ლოდ ჭო­რად გა­ე­გო სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია:

"რო­დე­საც ზუ­რას­თან და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი, რა­ტომ­ღაც ამ ურ­თი­ერ­თო­ბას ცოტა არა­სე­რი­ო­ზუ­ლად ვუ­ყუ­რებ­დი. გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი, ვხვდე­ბო­დით, მაგ­რამ ის რომ ჩვენ შო­რის ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი იყო, ეს ძა­ლი­ან მოქ­მე­დებ­და... ეს შე­იძ­ლე­ბა დღეს დი­დად არა­ფერს ნიშ­ნავს, მაგ­რამ მა­შინ ნიშ­ნავ­და...

ვფიქ­რობ­დი, გვეყ­ვა­რე­ბა ერ­თმა­ნე­თი სა­ნამ გვეყ­ვა­რე­ბა და მერე და­ვიშ­ლე­ბით-მეთ­ქი. შვე­ი­ცა­რი­ა­ში წა­ვე­დი სამი თვით და იქი­დან რომ დავ­ბრუნ­დი ზურა რა­ღაც­ნა­ი­რად ცი­ვად შემ­ხვდა, გული გა­ცი­ე­ბუ­ლი ჰქონ­და. და­მიჯ­და და მი­თხრა, რომ ბევ­რი იფიქ­რა ჩემს არ­ყოფ­ნა­ში, რომ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი არ არის და მი­თხრა, რომ ქეთა თო­ფუ­რია უყ­ვარ­და. ქეთა ამ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და.

წა­მო­ვე­დი და მახ­სოვს ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ტი­რე. უცებ მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან დამ­წყდა გული ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. იმ სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც შვე­ი­ცა­რი­ა­ში ვი­ყა­ვი, ჩვენ არ გვქო­ნია კონ­ტაქ­ტი.

ვფიქ­რობ, იმი­ტომ დამ­თავ­რდა მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია, რომ თვი­თონ ქე­თამ გა­და­წყვი­ტა ზუ­რას­გან წას­ვლა. არ მგო­ნია ამ სა­უ­ბარ­ზე ზურა გაბ­რაზ­დეს, ჩემს გარ­და მის ცხოვ­რე­ბა­ში კი­დევ იყო დიდი სიყ­ვა­რუ­ლი.

ქეთა მა­შინ ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო, ეს მისი ბავ­შვუ­რი გა­ტა­ცე­ბა იყო და მალე ისიც გა­მოჩ­ნდა, რაც გა­მოჩ­ნდა (მომ­ღე­რა­ლი ქეთა თო­ფუ­რია მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც ჯგუფ "ა სტუ­დი­ოს“ სო­ლის­ტად მი­იწ­ვი­ეს - ავტ.). ქალი ვარ და ბევ­რი ქალი მომ­წონს ამ ქვე­ყა­ნა­ზე, მაგ­რამ ისე რო­გორც ქეთა თო­ფუ­რია მომ­წონს, არა­ვინ. ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ, რომ თა­ვი­სი შრო­მით ამ­დენს მი­აღ­წია. მერე რა, რომ ზუ­რას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო. ძა­ლი­ან ხში­რად სწო­რედ ქეთა მომ­ყავს ჩემ შვი­ლებ­თან მა­გა­ლი­თად, თუ რას ნიშ­ნავს შრო­მა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა...

ეს სიყ­ვა­რუ­ლი ნამ­დვი­ლად იყო ზუ­რას ცხოვ­რე­ბა­ში, თუმ­ცა მგო­ნია, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­თავ­რე­ბა ჩემს გამო არ მოხ­და, ეს ქე­თამ გა­და­წყვი­ტა.

არ მგო­ნია, რომ ქე­თას ეწყი­ნოს ეს ამ­ბა­ვი რომ გა­ვამ­ხი­ლე. იყო ეს ნამ­დვი­ლად და მას შემ­დეგ უამ­რავ­მა წყალ­მა ჩა­ი­ა­რა. მე რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ეს სიყ­ვა­რუ­ლი იყო ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და ეს ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი იყო ზუ­რას ცხოვ­რე­ბა­ში. ამას ვერც გა­ვექ­ცე­ვი. ჩე­მამ­დე რა ჰქონ­და ზუ­რას, არ ვიცი, მაგ­რამ ქეთა იმი­ტო­მაც ვიცი, რომ ასე­თი მა­გა­რი გო­გოა დღეს...“ - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ამ.

ქეთა თო­ფუ­რია 15 წლის იყო, რო­დე­საც ზურა ხა­ჩი­ძე შე­უყ­ვარ­და. წლე­ბის წინ ზურა ხა­ჩი­ძე ქეთა თო­ფუ­რი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას მე­დი­ა­ში ასე იხ­სე­ნებ­და:

"მე და ხა­თუ­ნა ურ­თი­ერ­თო­ბის დროს ბევ­რჯერ დავ­შორ­დით ერ­თმა­ნეთს, არა­ერ­თხელ ვი­ჩხუ­ბეთ. და­შო­რე­ბის შემ­დეგ მიყ­ვარ­და ქეთა თო­ფუ­რია, მაგ­რამ რომ შევ­რიგ­დით, მა­ლე­ვე დავ­ქორ­წინ­დით. მას მერე მოვ­დი­ვართ ასე ლა­მა­ზად, ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლით...“

წყვი­ლი და­შო­რე­ბის შემ­დეგ მე­გობ­რო­ბას აგ­რძე­ლებს. 2016 წელს, რო­დე­საც ზურა ხა­ჩი­ძე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი იყო ბორ­ჯომ­სა და ას­პინ­ძა­ში, მის მხარ­და­სა­ჭე­რად ქე­თამ სპე­ცი­ა­ლუ­რი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა ჩა­წე­რა, სა­დაც რუ­სუ­ლად ამ­ბობ­და, რომ მისი ბავ­შვო­ბის მე­გობ­რის­თვის მხა­რი და­ე­ჭი­რათ.

აგრეთვე იხილეთ: