"მერაბს გაუმარჯოს!" - რა ხდება ფილარმონიასთან, სადაც მერაბ დვალიშვილის საგულშემატკივროდ ასობით ადამიანია შეკრებილი (ვიდეო)
სულ მალე ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლას გამართავს. ქამრისთვის ის ამჟამინდელ ჩემპიონს, შონ ო'მალის დაუპირისპირდება.
თბილისში, ფილარმონიასთან დილიდან დვალიშვილის ასობით გულშემატკივარია შეკრებილი და ისინი ბრძოლას დიდ ეკრანზე მიადევნებენ თვალს'
"მერაბს გაუმარჯოს", - ისმის გამამხსნევებელი შეძახილები.
ცნობისთვის, 33 წლის დვალიშვილი ქამრისთვის ბრძოლამდე 10-მატჩიანი მოგებათა სერიით მივიდა. მან UFC-ის სამი ყოფილი ჩემპიონი – ჟოზე ალდო, პიოტრ იანი და ჰენრი სეჰუდო დაამარცხა.
რაც შეეხება მის მეტოქეს, 29 წლის ამერიკელმა, სუპერმსუბუქი წონის ქამარი 2023 წლის აგვისტოში მოიპოვა და მიმდინარე წლის მარტში წარმატებით დაიცვა.