მერაბ დვალიშვილი UFC 306-ზე ეროვნული ქართული სამოსით მივიდა - პირველი კადრები ლას ვეგასიდან
სულ მალე ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლას გამართავს. ქამრისთვის ის ამჟამინდელ ჩემპიონს, შონ ო'მალის დაუპირისპირდება.
UFC 306 ამ წუთებში ლას ვეგასში. "სფეროს" დარბაზში მიმდინარეობს.
მებრძოლები უკვე დარბაზში არიან. მერაბი ეროვნული ქართული სამოსით მივიდა.
33 წლის დვალიშვილი ქამრისთვის ბრძოლამდე 10-მატჩიანი მოგებათა სერიით მივიდა. მან UFC-ის სამი ყოფილი ჩემპიონი – ჟოზე ალდო, პიოტრ იანი და ჰენრი სეჰუდო დაამარცხა.
რაც შეეხება მის მეტოქეს, 29 წლის ამერიკელმა, სუპერმსუბუქი წონის ქამარი 2023 წლის აგვისტოში მოიპოვა და მიმდინარე წლის მარტში წარმატებით დაიცვა.