რეგისტრაცია
Website Demo » ჩემი შვილი ამას არ იმსახურბდა, რისთვის გაიმეტე ასე, ყველაზე თბილი და კეთილი იყო, კესარის დედის სულისშემძვრელი პოსტი

ჩემი შვილი ამას არ იმსახურბდა, რისთვის გაიმეტე ასე, ყველაზე თბილი და კეთილი იყო, კესარის დედის სულისშემძვრელი პოსტი

20 Sep 2024, 11:58

გუ­შინ, ღა­მით, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დიდ დი­ღომ­ში, ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში სას­ტი­კად მოკ­ლეს ტრანსგენ­დე­რი ქალი, მო­დე­ლი კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე. კე­სა­რი­ას ჭრი­ლო­ბე­ბი და­ნით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ახ­ლობ­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სას­ტი­კად მოკ­ლულ ქალ­ზე ის­ტო­რი­ებს იხ­სე­ნე­ბენ, მათ შო­რის არის ეს­თე­ტი­კუ­რი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი ზიზი ტა­ტიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც იმ დღე­ებს იხ­სე­ნებს, რო­დე­საც კესო მათ­თან მუ­შა­ო­ბის და­სა­წყე­ბად დე­დამ მი­იყ­ვა­ნა.

“21 წლის წინ სა­ლონ­ში შე­მო­ვი­და ლა­მა­ზი დედა-შვი­ლი. გო­გო­ნა ჟღა­ლი, წი­თუ­რი თმი­თა, მომ­ღი­მა­რი სა­ხით და მე მი­კი­თხეს! მა­შინ გა­ვი­ცა­ნი კე­სუ­ნა – ასე ვე­ძახ­დი. იმა­საც ჰქონ­და ჩემ­თვის სა­ხე­ლი. ინ­ტე­რე­სი­ა­ნი, გო­ნი­ე­რი გოგო, რო­მელ­საც კომ­პლექ­სი არ ჰქონ­და.

თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, მიმ­ნდო­ბი, ხა­ლი­სი­ა­ნი და მხი­ა­რუ­ლი. სა­ო­ცა­რი იუ­მო­რის გრძნო­ბით! უცებ გახ­და მთე­ლი კო­ლექ­ტი­ვის ლი­დე­რი. დე­დამ ჩა­მა­ბა­რა და მი­თხრა, ჩემს თბილ გო­გოს თქვენ გა­ბა­რებთ, ვიცი, არა­ვის და­ა­ჩაგ­ვრი­ნებთ. ძა­ლი­ან თბი­ლია და შეჩ­ვე­ვა იცის, ვიცი, რომ მი­მი­ხე­დავ­თო!

მის მერე ყვე­ლა ტკი­ვილ­ზე თუ სი­ხა­რულ­ზე მე მი­რე­კავ­და. დე­დი­კოს მე­ძახ­და. პირ­ვე­ლი ღრუ­ბე­ლი­ა­ნი ბი­უს­ტე­ჰალ­ტე­რი რომ ვა­ჩუ­ქე ასე­თი ბედ­ნი­ე­რი არა­სო­დეს მი­ნა­ხავს!

ოპე­რა­ცი­ის მერე და­მი­რე­კა – მტკი­ვა და მო­მა­კი­თხეო! ყვე­ლა­ფე­რი მისი მი­ხა­რო­და. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მომ­წე­რა, გუ­ლე­ბი გა­მო­მიგ­ზავ­ნა და მი­თხრა, რომ ვე­ნატ­რე­ბი! კე­სუ­ნა, ძა­ლი­ან მტკი­ვა!.. რა ცხო­ველ­მა გა­გი­მე­ტა ასე, ჩემო ღი­მი­ლი­ა­ნო და თბი­ლო გოგო! ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რე­ბი!.. ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლო და ნი­ჭი­ე­რო ადა­მი­ა­ნო!”

აგრეთვე იხილეთ: