რეგისტრაცია
Website Demo » ორი ძლიერი მიწისძვრა - ნახეთ სად იყო ეპიცენტრი?

ორი ძლიერი მიწისძვრა - ნახეთ სად იყო ეპიცენტრი?

16 Aug 2024, 10:54

 

ტაივანში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 15 აგვისტოს საღამოს ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დღეს კი, 16 აგვისტოს, კუნძულის აღმოსავლეთით 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.

მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ ტაივანის დედაქალაქ ტაიპეიშიც იგრძნობოდა. ხელისუფლების განცხადებით, ქალაქის მეტრო აგრძელებდა მუშაობას, მაგრამ უფრო დაბალი სიჩქარით.

სინოპტიკოსები მოსახლეობას მთიან რაიონებში მეწყრის საშიშროების შესახებ აფრთხილებენ.

ტაივანი მდებარეობს ორი ტექტონიკური ფილის შეერთების მახლობლად და კუნძულზე მიწისძვრები ხშირია.

აგრეთვე იხილეთ: