დიაგნოზი ჯერ არ ვიცით… – ბუდუ ზივზივაძეზე ძალიან სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
„კარლსრუეს“ ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე სამშაბათს დილის ვარჯიშზე დაშავდა და იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა.
ინფორმაციას bnn.de ავრცელებს. რამდენად მძიმედ დაშავდა ბუდუ ჯერ-ჯერობით უცნობია.
„ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ ვარჯიშზე მეკარე აკი კოხთან შეჯახების შემდეგ იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა. მას გუნდის ფიზიოთერაპევტი მატეო პოპერტი მკურნალობს“, – წერია bnn.de-ის გავრცელებულ ცნობაში.
შეგახსენებთ, ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, პირველივე ტურში ჰეთთრიქი შეასრულა და ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.