რეგისტრაცია
Website Demo » „წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი“ – ნახეთ, მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

„წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი“ – ნახეთ, მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

09 Aug 2024, 14:27

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეების განმავლობაში, ქვეყანაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.

სინოპტიკოსების ცნობით, 12 აგვისტოს ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

„თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 9 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 10-12 აგვისტოს დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 9 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 10-12 აგვისტოს დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 10-12 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 10-12 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, + 25 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აგრეთვე იხილეთ: