ამას არავინ ელოდა-რას წერს ნინი ბადურაშვილი მედიაში გავრცელებულ შოკისმომგვრელ ინფორმაციაზე
-
ნინი ბადურაშვილი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას და ანრი ჯოხაძეს ლაგოდეხში საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ბიუჯეტიდან 25 250 ლარს გადაუხდიან.
ამის შესახებ ის ინსტაგრამის სთორიში წერს.
"არც ერთ საახალწლო ღონისძიებაში არ ვიღებ მონაწილეობას! ცრუ ინფორმაციას ნუ ავრცელებთ! ყველა კონცერტი გაუქმებულია!" - წერს ნინი.
- ინფორმაცია დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობასთან მომღერლების ანაზღაურებაზე გამოცემა "ნეტგაზეთმა" გაავრცელა.
-0:10გამოცემა წერს, რომ ნუცა ბუზალაძე ახალციხეში საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ბიუჯეტიდან 18 000 ლარს მიიღებს, ხოლო ანრი ჯოხაძეს და ნინი ბადურაშვილს ლაგოდეხში საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ბიუჯეტიდან 25 250 ლარს გადაუხდიან.
- ცნობისთვის, ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ მუსიკოსებმა ერთობლივი მანიფესტი გამოაქვეყნეს და აღნიშნეს, რომ პროტესტის ნიშნად უარს ამბობენ ნებისმიერ სახელმწიფო ღონისძიებაში მონაწილეობაზე.
"ხელოვნება თავისი არსით მუდამ იყო თავისუფლებისა და თვითგამოხატვის სიმბოლო, შესაბამისად, ხელოვნება შეუძლებელია იყოს ჩუმი და შეზღუდული. ჩვენი, როგორც მუსიკოსების როლი მუდამ იყო, არის და იქნება იმ სათქმელის, ემოციისა და განწყობის გადმოცემა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს. სიტუაცია დღევანდელ საქართველოში, სადაც ადამიანებს ყოველდღიურად დევნიან, სცემენ და უკანონოდ აკავებენ თავისუფლების ერთგულებისა და ევროპული მომავლის დაცვის გამო, შეუძლებელია დარჩეს ჩვენი რეაგირების გარეშე. ამ მოვლენების ფონზე, დღეს თვითგამოხატვაზე წინ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა დგას, რომელიც აუცილებლად უნდა გასცდეს პროტესტს რუსთაველზე და გადაითარგმნოს საერთო გაფიცვაში" - აღნიშნეს მათ.