რეგისტრაცია
Website Demo » "მეგობრისგან გავიგე, დაურეკავს და უთქვამს, დადე თუ გინდა ფოტო, მოვდივარ, ხელი უნდა გთხოვოო" - რას ჰყვება კესარია აბრამიძის მეგობარი სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულზე?

"მეგობრისგან გავიგე, დაურეკავს და უთქვამს, დადე თუ გინდა ფოტო, მოვდივარ, ხელი უნდა გთხოვოო" - რას ჰყვება კესარია აბრამიძის მეგობარი სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულზე?

19 Sep 2024, 13:36

  • ფო­ტო­კო­ლა­ჟი: კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე მე­გო­ბარ ვა­ნი­კო კა­რე­ლი­ძეს­თან ერ­თად და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბექა ჯა­ი­ა­ნი

გუ­შინ, ღა­მით, დიდ დი­ღომ­ში, ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში სას­ტი­კად მოკ­ლეს ტრანსგენ­დე­რი ქალი, მო­დე­ლი კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბექა ჯა­ი­ა­ნი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია. კე­სა­რი­ას მე­გო­ბა­რი ვა­ნი­კო კა­რე­ლი­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ჯა­ი­ანს პი­რა­დად იც­ნობ­და. ტოქ­სი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის გამო, წყვი­ლი ხში­რად შორ­დე­ბო­და ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც რიგ­დე­ბოდ­ნენ.

რა მოხ­და ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში და რა უძღვო­და მკვლე­ლო­ბას წინ, დე­ტა­ლებ­ზე მოკ­ლუ­ლის მე­გო­ბა­რი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რო­გორ გა­ი­გეთ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ, ბო­ლოს რო­დის ესა­უბ­რეთ კე­სა­რი­ას?

-2:27

- ჩვენ ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით, ყო­ველ­დღე ვსა­უბ­რობ­დით, დღე­ში ოთხჯერ-ხუთ­ჯე­რაც კი. იმ დი­ლა­საც რა­ღაც გა­მო­მიგ­ზავ­ნა, მომ­ხდარს არ შე­ე­ხე­ბო­და. შემ­დეგ მთე­ლი დღე აღარ შემ­ხმი­ა­ნე­ბია. სა­ღა­მოს, ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად, ვი­ცო­დი, რომ და­შო­რე­ბუ­ლი იყო მას­თან, მაგ­რამ არ და­ვუ­რე­კე, ვი­ფიქ­რე, რომ მარ­ტო არ იქ­ნე­ბო­და.

- არ გა­გიკ­ვირ­დათ, ეს ხომ პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო ფოტო იყო ბექა ჯა­ი­ან­თან ერ­თად?

- დიახ, პირ­ვე­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ვი­ფიქ­რე, რომ შე­რიგ­დნენ და მან და­ა­დე­ბი­ნა. ორი წელი ერ­თად იყ­ვნენ. ორი კვი­რის წინ ჩვენ სამ­ნი ერ­თად ვი­ყა­ვით აუზ­ზე, ვიდ­რე და­შორ­დე­ბოდ­ნენ.

- ამ­ბო­ბენ, რომ ტოქ­სი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, ბექა ჯა­ი­ა­ნი მო­ძა­ლა­დე იყო?

- დიახ, ტოქ­სი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, მაგ­რამ არა­სო­დეს უთ­ქვამს კე­სოს, რომ სცემ­და. თუმ­ცა ერთხელ შევ­ნიშ­ნე, რომ ყელ­თან ჩა­ლურ­ჯე­ბა ჰქონ­და, მი­თხრა, რომ ძლი­ე­რად მიჩ­ქმი­ტაო. რო­გორც მივხდი, ერი­დე­ბო­და ჩემ­თან ამა­ზე ლა­პა­რაკს, ვე­ტყო­დი, შე­ეშ­ვი, და­ა­ნე­ბე თავი - მეთ­ქი. მათი ურ­თი­ერ­თო­ბის მომ­ხრე არ ვი­ყა­ვი, სულ და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ.

- ეჭ­ვი­ა­ნობ­და?

- დიახ, სად­მე რომ ვი­ყა­ვით, არ ას­ვე­ნებ­და, სულ ურე­კავ­და. ვე­უბ­ნე­ბო­დი ხოლ­მე გა­თი­შე სა­ერ­თოდ ტე­ლე­ფო­ნი-მეთ­ქი. თით­ქმის ყვე­ლა­ზე და ყვე­ლა­ფერ­ზე ეჭ­ვი­ა­ნობ­და.

- ამ­ბო­ბენ, რომ სახ­ლში ჩა­კე­ტა და გას­ვლის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­დაო...

- ჩემ­თან ერ­თად უშ­ვებ­და, მეც მივ­დი­ო­დი მას­თან. ღა­მის კლუ­ბებ­ში არ უშ­ვებ­და.

მე­გობ­რე­ბი

- არ მა­ლავ­და კე­სა­რი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას?

- ბოლო ორი წელი ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ.

- და­კა­ვე­ბუ­ლის მე­გობ­რებ­მა იცოდ­ნენ მათ შე­სა­ხებ?

- კი, რო­გორ არა.

- ამ­ბო­ბენ, რომ ნიშ­ნო­ბა­საც აპი­რებ­დნე­ნო.

- ბო­ლოს რომ იჩხუ­ბეს, კე­სომ უთხრა, ვიდ­რე არ გა­ო­ფი­ცი­ა­ლურ­დე­ბა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, უნდა დავ­შორ­დე­თო. მე­გობ­რის­გან გა­ვი­გე, და­უ­რე­კავს და უთ­ქვამს, დადე თუ გინ­და ფოტო, მოვ­დი­ვარ, ხელი უნდა გთხო­ვოო.

- კად­რებ­ში ჩანს, რომ პარ­კით რა­ღაც მი­აქვს, შე­საძ­ლოა სას­მე­ლიც, რად­გან მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლას მა­გი­და­ზე სას­მე­ლი ჩანს. რო­გორ ფიქ­რობთ, და­გეგ­მი­ლი ჰქონ­და მკვლე­ლო­ბა?

- ვერ გე­ტყვით, არ უყ­ვარ­დათ არ­ცერ­თს და­ლე­ვა. ხში­რად დავ­დი­ო­დით ერ­თად, ხში­რად იყო ბე­ქაც ჩვენ­თან ერ­თად და რომ ვთქვა, სას­მე­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იქ­ნე­ბო­და, გა­მოვ­რი­ცხავ.

- რო­გორც თქვე­ნი სა­უბ­რი­დან ვხვდე­ბი, კე­სოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბას არ მა­ლავ­და...

- კი, მაგ­რამ კომ­პლექ­სე­ბი ჰქონ­და, სულ ცდი­ლობ­და ისეთ ად­გი­ლებ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვით, სა­დაც ბევ­რი ხალ­ხი არ იქ­ნე­ბო­და.

- ბექა ჯა­ი­ა­ნი თბი­ლის­ში, ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ბა­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო?

- ბო­ლოს არ ვიცი სად მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პი­რად დაც­ვა­ში იყო. ჩვე­უ­ლებ­რივ ვკონ­ტაქ­ტობ­დით ხოლ­მე, ჩემ­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფა არა­სო­დეს მო­უ­ყე­ნე­ბია, მაგ­რამ ესე­ნი ვერ რიგ­დე­ბოდ­ნენ...

- აპ­რილ­ში კე­სომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტუ­სი, რომ ის სწო­რედ ან მი­ზე­ზით აპი­რებ­და სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბას.

- დიახ, წა­სუ­ლი იყო, მაგ­რამ რომ ჩა­მო­ვი­და, ისევ შე­რიგ­დნენ. ახლა და­შორ­დნენ სა­დღაც ათი დღეა. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით პო­ლი­ცია მე­გობ­რებს ჰკი­თხავს, ფაქ­ტობ­რი­ვად, სამ ადა­მი­ან­თან ჰქონ­და ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა, ჩემ­თან და კი­დევ ორ­თან.

- ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მოკ­ლულს 50 ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

- ახლა მივ­დი­ვართ პრო­ზექ­ტუ­რა­ში რომ მი­ვი­ტა­ნოთ ტან­საც­მე­ლი, რი­თიც უნდა გად­მო­ას­ვე­ნონ. გუ­შინ მომ­ხდა­რის შემ­დეგ ერ­თად ვი­ყა­ვით მე და კე­სოს დედა, შო­კი­რე­ბუ­ლია, მომ­ხდარს ჯერ ვერ აა­ნა­ლი­ზებს...

აგრეთვე იხილეთ: