რეგისტრაცია
Website Demo » შემზარავი "აღმოჩენა": სუსტი ფსიქიკის მქონეებმა არ წაიკითხოთ! - ყოფილი სკოლა-ინტერნატის ეზოში 215 ბავშვის ცხედარი იპოვეს

შემზარავი "აღმოჩენა": სუსტი ფსიქიკის მქონეებმა არ წაიკითხოთ! - ყოფილი სკოლა-ინტერნატის ეზოში 215 ბავშვის ცხედარი იპოვეს

08 Aug 2024, 18:12

 

კანადაში ყოფილი სკოლა-ინტერნატის ეზოში 215 ბავშვის ნეშტი იპოვეს. ამის შესახებ CNN-ი წერს.


 

გამოცემის ცნობით, ფაქტი დიდი ხნის განმავლობაში ბევრმა იცოდა, თუმცა არ დასტურდებოდა. ინტერნატში მდებარე ინდიელთა საზოგადოებამ ფაქტი ხუთშაბათს დაადასტურა. გარდაცვლილი ბავშვებიდან ზოგიერთის ასაკი 3 წელს არ აღემატებოდა. ინდიელთა სათვისტომოში აცხადებენ, რომ მათი შვილები ვალდებულები იყვნენ, მსგავს სკოლა-ინტერნატებში ესწავლათ.

 

CNN-თან საუბარში სკოლის ერთ-ერთი ყოფილი მოსწავლე ჰარვი მაკლეოდი ინტერნატში გატარებულ დროს იხსენებს. როგორც მაკლეოდი ამბობს, სწავლის პერიოდში მისი არაერთი თანაკლასელი და მეგობარი გაუჩინარდა, თუმცა ყველას ეგონა, რომ მათ უბრალოდ გაქცევა მოახერხეს. მაკლეოდი ინტერნატში 1966 წელს თავის და-ძმებთან ერთად სწავლობდა.

 

„ზოგჯერ ბავშვები აღარ ბრუნდებოდნენ, ჩვენ ბედნიერები ვიყავით, გვეგონა, რომ ისინი გაიქცნენ. არ ვიცოდთ ასეთ რამ თუ დაემართებოდათ.

 

ჩემთვისაც ხშირად მოუყენებიათ შეურაცხყოფა, იყო სექსუალური ძალადობაც. მე იმ დროს ვიყავი ადამიანი, რომელსაც აღარ სურდა ცხოვრება“,- ყვება ჰარვი მაკლეოდი.

 

ინტერნატში გადაღებული ფოტო, მარცხვნივ – ჰარვი მაკლეოდი

 

2015 წელს კანადის სიმართლისა და შერიგების კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ქვეყანაში არსებული მსგავსი სკოლების ცხოვრება იყო აღწერილი. მოხსენების მიხედვით, მსგავს სკოლებში ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა ფიზიკური, სექსუალური და ემოციური ძალადობა. ამგვარ ძალადობას განიცდიდნენ ბავშვები სამთავრობო და საეკლესიო დაწესებულებებში.

 

როგორც სიმართლისა და შერიგების კომისიამ დაადასტურა, საცხოვრებელ სკოლებში ბევრ ბავშვს არ მიუღია სათანადო სამედიცინო დახმარება, ზოგიერთი მათგანი ტუბერკულოზით  გარდაიცვალა.

 

კომისიის შეფასებით, მსგავს სკოლებში რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში 4000-ზე მეტი ბავშვი გარდაიცვალა, მაგრამ კომისიის საბოლოო დასკვნაში აღიარებულია, რომ შეუძლებელია გარდაცვლილთა ნამდვილი რიცხვის დადგენა.

 

 

კამლუპსის სკოლა-ინტერნატი აბორიგენი მოსახლეობისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო სისტემის ნაწილი იყო, რომელიც 1890 წელს გაიხსნა და 1969 წლამდე ფუნქციონირებდა, პიკის პერიოდში კი 500 მოსწავლეს იტევდა.

 

ახლა ინტერნატის ადგილას მუზეუმი და საზოგადოებრივი დაწესებულებაა განთავსებული. თემის ლიდერები ამბობენ, რომ გამოძიება გაგრძელდება და მთავრობის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ ნეშტების დაცვას და იდენტიფიკაციას.

აგრეთვე იხილეთ: