"სისხლში აქვთ ნიჭი" - ვინ არის და რას საქმიანობს ხვიჩა კვარაცხელიას უფროსი ძმა
ას უფროსი ძმის ინტერვიუ ვრცელდება, საიდანაც ირკვევა რომ მასაც აქვს ფეხბურთის ნიჭი და მათ ერთადაც უთამაშიათ.
“საფეხბურთო მონაცემები მეც მქონდა, მაგრამ ბავშვობიდანვე ისეთი მონდომებული არ ვიყავი, როგორც, მაგალითად, ხვიჩა. რა მონაცემებიც მქონდა, იმის ხარჯზე, სადამდეც მოვახერხე, “გავქაჩე“, მერე თავი დავანებე. Youtube ლიგას რაც შეეხება, კარგად ვითამაშე, ძალიან კმაყოფილი ვარ. ცუდს ვერავინ იტყვის.
5 თამაში ვითამაშე და ჩემი სტატისტიკა მაქვს: 5 თამაშში, პატარა მოედანზე, ჩემი გუნდის კარში 2 ჯარიმა და 2 პენალტი გაიტანეს. ერთი ჩვენს კარში გავიტანეთ და ასე გამოვვარდით (იცინის). გათამაშებიდან გოლი არ გაუტანიათ.
სხვათა შორის, ერთ-ერთმა კომენტატორმა თქვა, ერთი რამ გავიგეთ, ხვიჩა კვარაცხელიაზე უკეთესი მცველი ნიკა კვარაცხელია ნამდვილად არისო“, - ამბობს ნიკა კვარაცხელია.
წამყვანის კითხვაზე, ფეხბურთში რა ასაკამდე უგებდა ძმას, მისი პასუხი ასეთია: “ძირითადად, ერთად ვთამაშობდით. ჩემთან უნდოდა ხოლმე თამაში...“
“ფიფაში“ ვერ ვუგებ, რასაც მოედანზე აკეთებს, იმაზე მაგარია “ფიფაში“, საოცრად თამაშობს. სხვათა შორის, ახლა ჩამოსული რომ იყო, პადელი ვითამაშეთ, მომიგო...“ - ამბობს ნიკა კვარაცხელია გადაცემაში.