რეგისტრაცია
Website Demo » 13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

13 Aug 2024, 09:22

 ვერძი

კარგი დროა, ცვლილებებისთვის, სასურველია, აგრეთვე, მოიშოროთ ვალები და გათავისუფლდეთ უსიამოვნო ტვირთისა და პრობლემებისგან. ამგვარი ქმედებით მოიზიდავთ წარმატების ენერგიებს.

კურო

სწრაფად შეძლებთ სხვადასხვა პრობლემური საკითხების გადაჭრას, ფხიზელი გონებით უკეთ გაერკვევით ადამიანებშიც. კარგი დღეა.

ტყუპები

მოერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებს, მოსალოდნელია არაკეთილმოსურნეთა გააქტიურება. დაისვენეთ, ახლა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

კირჩხიბი

ნაყოფიერი დღეა. შესაძლოა, დღეს ახლობელმა ფინანსური დახმარებისთვის მოგმართოთ. მხარი დაუჭირეთ მათ და დაეხმარეთ, ახლა ეს გამართლებულია.

ლომი

შეცვალეთ თქვენი გარემო, შეიცვალეთ იმიჯი, განაახლეთ თქვენი გარდერობი, იზრუნეთ გარეგნობაზე, მაგრამ ნუ იქნებით ეგოისტი, გაახარეთ სიურპრიზებით თქვენი ახლობლები.

ქალწული

შეეცადეთ, მეტად კეთილგანწყობილი იყოთ გარშემომყოფების მიმართ. მიუხედავად სამუშაო დღისა, დაისვენეთ და ნაკლებად იფიქრეთ საქმეებზე.

სასწორი

შესაძლოა, რუტინულმა საქმიანობამ დიდი დრო და ენერგია წაიღოს, იზრუნეთ გუნება-განწყობის და ენერგოტონუსის ამაღლებაზე, მოაწყვეთ მხიარული საღამო მეგობრების გარემოცვაში და განიტვირთეთ.

მორიელი

ნუ აჰყვებით შიშებსა და ნეგატიურ ემოციებს, იურთიერთეთ პოზიტიურ ადამიანებთან, კარგი დროა ახალი ნაცნობების შესაძენად.

მშვილდოსანი

ახალი იდეები მოგივათ, მზარდია თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობებიც. თქვენი დრო და ენერგია მიმართეთ ნაყოფიერი საქმიანობისკენ.

თხის რქა

კარგი პერიოდია, თამამად წადით წინ ახალი სიმაღლეებისკენ. თუმცა, დასვენება და ძალების აღდგენა აუცილებელია.

მერწყული

უარს ნუ იტყვით წარმატებულ ადამიანთა რჩევებზე, ისწავლეთ რაღაც ახალი, შეიძინეთ გამოცდილება და გახდით თქვენი თავის უკეთესი ვერსია.

თევზები

იყავით მეტად თავდაჯერებული და საკუთარი ძალებით შეეცადეთ, მიზნის მიღწევას. სასურველი დღეა მცენარეების მოვლისთვის , ქალაქგარეთ გასვლისა და აქტიური დასვენებისთვის.

აგრეთვე იხილეთ: