აგვისტოს ასტროლოგიური რისკები და გამოწვევები – ასტროლოგის პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის
“აგვისტოს გვაქვს რეტროგრადული მერკური, რაც ნიშნავს ძველ საქმეებს უნდა მიუბრუნდეთ და არ დაიწყოთ ახალი არაფერი.ნუ შეიცვლით მკვეთრად პროფესიას, თუ ეს არ ეხება ძველ პროექტებს, შემოთავაზებებს. ეს არის ყოფილების დაბრუნების პერიოდი. თუ მოისურვებთ ძველ ურთიერთობებში დაბრუნებას, რჩევა იქნება ასეთი: თუ თვისობრივად არ გააცნობიერეთ ის შეცდომები, რის გამოც ეს ყველაფერი ადრე არ გამოვიდა, არ ხართ მზად ცვლილებებისთვის, მაშინ ეს ყველაფერი მაინც იგივე მდგომარეობამდე მიგიყვანთ. სცადეთ ყველაფერი ახლებურად. შესაძლებელია სამსახურის შეცვლა.
ხვალ, 4 აგვისტოს გვაქვს ახალმთვარეობა, ამიტომ დღევანდელი დღე ცოტა რთული იქნება. ბევრი ადამიანისთვის ეს იქნება დაბრუნება სახლში, ნოსტალგიური მომენტები, თქვენი ადამიანების დაბრუნება. ასევე მნიშვნელოვანია 8 აგვისტო, რადგან ეს არის სამი რვიანის ენერგია. რვიანი საქართველოსთვის არის წარმატების მომტანი“, – ამის შესახებ ასტროლოგ სოფია ბზეკალავამ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.
რაც შეეხება ცალკეული ნიშნების ზოდიაქოს კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასეთია:
ვერძი – მოგიწევთ წარსულს გადახედოთ, რაც დაკავშირებული იქნება პირად და პარტნიურულ ურთიერთობებთან. დადგებით არჩევანის წინაშე, ორ ადამიანს შორის. აგვისტო მოგცემთ საშუალებას დააკორექტიროთ ბევრი რამ თქვენს ცხოვრებაში, რაც ცოტა რთული იქნება თქვენთვის. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს სწრაფად და დისტანცირდით რთული სიტუაციებისგან.
კურო – თვის პირველი ნახევარი მოგცემთ საშუალებას აწარმოოთ მოლაპარაკებები, რომელიც წარსულში ფინანსურ ვალდებულებებს ეხებოდა. გირჩევთ, დაიწყოთ ისეთ პროექტებზე მუშაობა, რაც მოკლევადიანი იქნება. ძალიან კარგი იქნება თუ მოიცლით საკუთარი თავისთვის. დაუბრუნდით პროცედურებს, რასაც წარსულში იკეთებდით.
ტყუპები – გაანალიზეთ ყველაფერი, რაც წარსულს ეხება. თვის მეორე ნახევარი იქნება უფრო დატვირთული. სწორად გადაანაწილეთ დრო და პრიორიტეტები. გადააბიჯეთ თქვენს ეგოს და ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა.
კირჩხიბი – თქვენ მთვარის შვილი ხართ და ის გმართავთ. ხვალინდელი ახალმთვარეობა თქვენზე ძალიან მნიშვნელოვნად აისახება. ბევრი თქვენგანი გააცნობიერებს რა გიშლიდათ ხელს წინსვლაში. შეიძლება დაუბრუნედეთ წარსულის თემებს. თვის მეორე ნახევარში მოგიწევთ გაფილტროთ გარემოცვა.
ლომი – კარგი პერიოდი გაქვთ, ხართ ენერგიულები, სავსე ენთუზიაზმით. 8-9 აგვისტოს ჩათვლით გექნებათ დისკომფორტი, რაც ზემდგომ ადამიანებს დაუკავშირდებათ. ნელ-ნელა ყველაფერი დარეგულირდება. გამოიკვეთება მთავარი პერიპეტიებიც.
ქალწული – გექნებათ საშუალება გააცნობიეროთ რა შეცდომები დაუშვით წარსულში. ისაუბრებთ საკუთარ ემოციურ ტკივილებზე, მიხვდებით, რომ ბევრი რამ რაც წინ ვერ მიდიოდა თქვენს ცხოვრებაში სწორად თქვენი შეზღუდვებიდან გამომდინარე ხდებოდა. თვის მეორე ნახევარში დახარჯავთ ემოციებს საყვარელ ადამიანების მიმართ.
სასწორი – თვის პირველი ნახევარი საკმაოდ ეფექტური იქნება, ამიტომ მთავარი მოსაგვარებელი საქმეები ამ დროს გააკეთეთ. ისაურეთ ხმამაღლა პოზიციებზე. თვის მეორე ნახევარში მოგიწევთ დანახარჯების გაკეთება, ასევე ენერგიის გახარჯვა. საბოლოოდ გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან, ტოქსიკური ურთიერთობებისთვის. გაიცნობთ ახალ ადამიანებს, რომლებიც მოგცემენ მოტივაციას.
მორიელი – იგრძნობთ, რომ ისევ ხართ მართვის სადავეებთან, ისევ შეგიძლიათ აკონტროლოთ სიტუაციები, შეგიძლიათ თქვენს დაკრულზე აცეკვოთ ადამიანები. თუმცა ნუ გათამამდებით, გაითვალისწინეთ შეცდომები, რის გამოც წარსულში ეს პოზიციები დაკარგეთ. იქნებით მოწოდების სიმაღლეზე. გაკვირდებიან მოიქცევით თუ არა სამართლიანად, ამიტომ ეს სატესტო პერიოდი სწორად გამოიყენეთ.
მშვილდოსანი – დაისვენეთ 12 აგვისტოს ჩათვლით, რადგან ამის შემდეგ თქვენ მოგემატებათ პასუხისმგებლობები, შესაძლოა ასევე მიიღოთ სტატუსი, თანამდებობა, მაგრამ ნუ აიღებთ ძალიან ბევრს საკუთარ თავზე. ნუ მიიღებთ სექტემბრამდე მკვეთ გადაწყვეტილებებს სამსახურთან დაკავშირებით.
თხის რქა – ეძებთ ცხოვრებაში მიმართულებას, თითქოს ყველაფერი მოგბეზრდათ. ეს თვის მეორე ნახევარში შეიცვლება. რაც გაქვთ იმას ვერ უფრთხილდებით. კრიზისი აღმოჩნდება თქვენთვის ახალი დასაწყისის მიზეზი.
მერწყული – თქვენს ცხოვრებაში აგვისტო გააცნობიერებს ყველაფერს, რის შემდეგაც დაიწყება თქვენთვის ახალი გზა. კონფლიქტი სესაძლოა გქონდეთ, მაგრამ დაასრულებთ წარსულს. შეეცადეთ, დაეყრდნოთ თქვენს თავს.
თევზები – აგვისტოს პირველ ნახევარში ბევრი დატვირთვა გექნებათ. ყოველდღიურ რუტინა იქნება მოსაბეზრებელი, მაგრამ თვის მეორე ნახევარში შეიცვლება. დაბრუნდება წარსულის პროექტები, ხელშეკრულებები. შეიძლება ძალიან დიდ მასშტაბებზეც გახვიდეთ პატარა ნაპერწკალით. მიხვდებით, რომ სამართალმა პური ჭამა.