აგვისტოს თვის მთავარი ფავორიტი - ასტროლოგები ზოდიაქოს 1 ნიშანს ასახელებენ, რომელსაც მიმდინარე თვის განმავლობაში ყველაზე მეტი წარმატება ელოდება
წლის სხვადასხვა მონაკვეთში მზის სისტემის პლანეტები რეტროგრადულ მოძრაობას იწყებენ. შესაბამისად, ყველა ის სფერო, რომლებსაც ისინი აკონტროლებენ, ფერხდება და როგორც წესი, არაერთი დაუგეგმავი ცვლილების წინაშე აღმოვჩნდებით. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ადამიანებზე, მათ კომუნიკაციაზე, ურთიერთობებზე, ფინანსებსა და ყოველდღიურობაზე რეტროგრადული მერკური ყველაზე დიდ გავლენას ახდენს.
რეტროგრადული მერკურის დროს ჩვენი გეგმები, საქმეები, პროექტები ფერხდება და იმ შედეგს ვეღარ ვიღებთ, რაც გვინდოდა. გვიჭირს კომუნიკაცია, იზრდება კონფლიქტებისა და მანიპულაციის რისკი. ამიტომაც, ასტროლოგიაში რეტროგრადული მერკურის პერიოდი ერთ-ერთ ყველაზე საყურადღებო მონაკვეთად ითვლება. 5 აგვისტოდან 28 აგვისტომდე სწორედ ასეთი საყურადღებო ეტაპი გველის და როგორც ასტროლოგები ამბობენ, ზოდიაქოს ყველა ნიშანი შედარებით ფრთხილად უნდა იყოს. თუმცა, ეს ტყუპებს არ ეხებათ...
ისინი აგვისტოს თვის მთავარი ფავორიტები არიან და ყველა მიმართულებით წარმატებისა და აღიარების ძალიან დიდი შანსი აქვთ. საქმე ისაა, რომ იღბლისა და წარმატების პლანეტა - იუპიტერი მათ თანავარსკვლავედში შედის. (ასევე დაგაინტერესებთ: 2024 წლის 4 აგვისტოს ლომის ნიშანში ახალი მთვარეა - რატომ ითვლება ეს დღე ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენად და რა უნდა გააკეთოთ წარმატების მისაღწევად)
ამ თვის განმავლობაში თავისუფლად შეგიძლიათ, ახალი საქმეები წამოიწყოთ, განახორციელოთ ის მიზნები, რომლებზეც დიდი ხანია, ფიქრობთ, მაგრამ აქამდე დრო და მოტივაცია არ გყოფნიდათ, გააუმჯობესოთ ურთიერთობები, ცოდნა და გამოცდილება. ნებისმიერი სასიკეთო წამოწყება დიდ წარმატებამდე მიგიყვანთ.
თვის განმავლობაში მოულოდნელი სიურპრიზებიც გაგანებივრებთ. შესაძლოა, ის პრობლემები, რომლებზეც დიდი ხანია, ნერვიულობთ, ძალიან მარტივად და უმტკივნეულოდ მოგვარდეს. მიიღოთ მოულოდნელი ფინანსური სარგებელი, აღიარება, ჩაერთოთ ოცნების პროექტებსა და საქმეებში. შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ბედნიერ დღეებს შემოიტანენ.
2024 წლის აგვისტოში ტყუპების ნიშანში პლანეტა მარსიც გადავა. მარსი დაგეხმარებათ, არსებული დაბრკოლებები ღირსეულად გადალახოთ. ამიტომ, ახლა ყველა შანსი გაქვთ, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესობისაკენ შეცვალოთ და საინტერესო თავგადასავალი მოიწყოთ.