რეგისტრაცია
Website Demo » 2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

02 Aug 2024, 09:24

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

საინტერესო და მოვლენებით დატვირთული დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, საკუთარი თავისა და გარშემო მყოფებისთვის ბევრი სასარგებლო გააკეთოთ. გირჩევთ, დაუგეგმავი შემოსავალი შეინახოთ – მალე ფული მნიშვნელოვანი საქმისთვის დაგჭირდებათ. პირად ურთიერთობებში თავს ეჭვიანობა იჩენს. ეცადეთ, თქვენი ერთგულების დამადასტურებელი არგუმენტები იპოვოთ. საღამო ხელსაყრელია ძველ ნაცნობებთან შეხვედრებისა და ოჯახური ღონისძიებებისთვის.

კურო

მოთმინება გამოიჩინეთ – ამ დღეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე სირთულე, გაურკვევლობა და პრობლემები გელით. ნუ ინერვიულებთ, მიზანს მიაღწევთ, თუმცა მოგვიანებით. ხელსაყრელი დღეა ახალი ურთიერთობებისთვის. ადამიანებზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენთ, ამიტომ მოკავშირეების პოვნა არ გაგიჭირდებათ.
მარტოხელა კუროებს ახალი სიყვარული ახალ შთაბეჭდილებებს და დაუვიწყარ ემოციებს მოუტანს.

ტყუპები

ამ დღეს ყველა საქმეს ჩვეულებრივზე მეტი დრო სჭირდება. სხვისი შეცდომის ან არახელსაყრელი გარემოებების გამო ბევრი პრობლემის მოგვარება მოგიწევთ. თავს ნუ იდანაშაულებთ, არსებობს საქმეები, რომლებზეც გავლენის მოხდენა არ შეგიძლიათ. კარგად დაფიქრდით, სანამ ძვირად ღირებული ნივთის შესაძენად კრედიტს აიღებთ. შესაძლოა, იმაზე მეტი დახარჯოთ, ვიდრე შეგიძლიათ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. დამხმარეების პოვნა არ გაგიჭირდებათ – თქვენი ენთუზიაზმი და საქმის მიმართ გულწრფელი ინტერესი გარშემომყოფებს მოხიბლავს.
უჩვეულო ნაცნობობა გელით, რომელიც სავარაუდოდ, მეგობრობით ან რომანტიკული ურთიერთობით გაგრძელდება. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა პრობლემის გადაჭრა შეძლოთ, რომელიც თქვენ და თქვენს ახლობლებს ძალიან ანერვიულებდა. თქვენს აზრს ასაკით უფროსი და გამოცდილი ადამიანებიც კი ისმენენ და ენდობიან.

ლომი

ამ დღეს მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობები სწორად შეაფასოთ. ახლა ყველაზე საშიშია უმიზეზო ოპტიმიზმი და საკუთარ ყოვლისშემძლეობაზე ფიქრი. თავი შორს დაიჭირეთ ადამიანისგან, რომელიც საქებარი სიტყვებით და პირფერობით ცდილობს თქვენი ნდობის მოპოვებას. შეეგუეთ, რომ ახალი საქმე სასურველ შედეგს სწრაფად არ მოგიტანთ. მოთმინება გამოიჩინეთ და წარმატებას მიაღწევთ.

ქალწული

ეს დღე გაიძულებთ, რომ საკუთარი გეგმები შეცვალოთ. ადამიანი, რომელზეც საუკეთესო წარმოდგენა გქონდათ, იმედებს გაგიცრუებთ. მეგობრებთან უთანხმოება და კამათი გელით. დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ, რომ კონფლიქტი თავიდან აიცილოთ და დაწყებული საქმეები დროულად დაასრულოთ.
ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტების სწორად დადგენაა. გირჩევთ, მთავარი ამოცანები გადაჭრათ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა რთული საკითხების გადასაჭრელად. მთავარია არ იზარმაცოთ და ყველაფერს შეძლებთ. თუ ძველი საქმიანი კავშირების აღდგენა გსურთ, დაუკავშირდით ადამიანებს, ვისთანაც ადრე თანამშრომლობდით გამორიცხული არ არის, რომ თქვენთვის საინტერესო შეთავაზებები ჰქონდეთ.
დღის მეორე ნახევარი მშვენიერი დროა შესაფერისია მეგობრებთან ურთიერთობისა და რომანტიკული პაემნებისთვის.

მორიელი

ამ დღეს ადამიანების სიტყვის უთქმელად გესმით. შესაძლოა, ახალი საქმიანი ან მეგობრული ურთიერთობები დაამყაროთ, რომლებიც მალე თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდება. დღის მეორე ნახევარში ოჯახური პრობლემების მოგვარებას და რთულ მდგომარეობაში მყოფი ნათესავის დახმარებას შეძლებთ.
მცირე შეფერხება დავალების დროულად შესრულებას გაართულებს, მაგრამ სირთულეების არ გეშინიათ და გეგმების შეცვლას არ აპირებთ. ასე გააგრძელეთ.

მშვილდოსანი

გირჩევთ, სამომავლოდ არაფერი გადადოთ. დღის პირველი ნახევარი ნაყოფიერად ჩაივლის და ეცადეთ, ეს შესაძლებლობა გამოიყენოთ. კარგი იქნება, რომ თაროზე შემოდებული საქმეების დასრულებაზეც იზრუნოთ. დახმარების იმედი ნუ გექნებათ, ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ. ეცადეთ, ბავშვებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ – თავად იგრძნობთ, ეს რამდენად გჭირდებოდათ.

თხის რქა

ნუ შეშინდებით, თუ ახალი საქმე ძალიან რთული გეჩვენებათ – ყველაფერს სწრაფად და ადვილად გაუმკლავდებით. ახალი იდეების განხორციელებაში მეგობრები დაგეხმარებიან. მოსალოდნელია საინტერესო შეთავაზებები, სასიამოვნო სიურპრიზები და იღბლიანი დამთხვევები. საღამოს საშუალება გექნებათ, რომ ძველი კავშირები აღადგინოთ და მშვიდობა დაამყაროთ მათთან, ვისთანაც ბოლო დროს დაპირისპირება გქონდათ.

მერწყული

რთული და მოვლენებით დატვირთული დღეა. საშუალება გექნებათ, რომ საკუთარი თავისა და სხვებისთვის ბევრი სასარგებლო რამ გააკეთოთ. ხშირად საკუთარ გეგმებს ცვლით, რათა რთულ სიტუაციაში მყოფ ადამიანებს დაეხმაროთ. ნუ გადაიღლებით, როგორც კი ამის საშუალება მოგეცემათ, ხანმოკლე შესვენებები უნდა მოაწყოთ. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა და თანამოაზრეებთან შეხვედრები.

თევზები

მიზანს მიაღწევთ, მაგრამ ისე სწრაფად არა, როგორც გსურთ. მოთმინება გამოიჩინეთ და მოემზადეთ იმისთვის, რომ მოვლენები იმაზე ნელა განვითარდება, ვიდრე ელოდით. მოსალოდნელია უთანხმოება მეგობრებთან, რომლებიც ადრე ყველაფერში მხარს გიჭერდნენ, თუმცა დაპირისპირება დიდხანს არ გაგრძელდება და მალე საერთო ენას იპოვით. ნუ დახარჯავთ ფულს ნივთებში, რომლებიც არაფერში გჭირდებათ, თორემ ფინანსურ პრობლემებს ვერ გაექცევით.

აგრეთვე იხილეთ: