"ყველაზე მეტი ჭრილობა სახის არეში ჰქონდა. ანუ ტიპი ფიქრობდა, თუ გადარჩებოდა კესარია, სამუდამო იარებით ყოფილიყო... წესიც კი არ აუგეს" - ნანუკა ჟორჟოლიანი
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მოკლული ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის შესახებ წერს:
"20 ჭრილობიდან ყველაზე მეტი სახის არეში ჰქონდა. ანუ, ტიპი ფიქრობდა, თუ გადარჩებოდა კესარია და ვინმე შველას მოასწრებდა, სამუდამო იარებით ყოფილიყო.კესარია დარჩა სამუდამოდ ლამაზად.
გოგოდ, რომელიც ყველას უყვარდა, ყველას აცრემლება მოახერხა.
ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, კესო ყველას გულებამდე მივიდა. იმიტომ რომ იყო ადამიანი, რომელსაც წესიც კი არ აუგეს! საპატრიარქომ უარი თქვა.
კესო არის პირველი. პირველი ტრანსგენდერი ქალი ამ ქვეყანაში და ასე დარჩება სამუდამოდ.
ხო, გქონდა ფრთები, ჰოდა იფრინე, კესარია. იქ სადაც დემონები ვეღარ დაგჯიჯგნიან", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, კესარია აბრამიძე დღეს, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. ის დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში რამდენიმე დღის წინ მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.