უმძიმესი ამბავი - ვარკეთილის მეტროსთან 24 წლის ბიჭი ყელის არეში ბოთლის ნამსხვრევით დაჭრეს - ოჯახს ფინანსური დახმარება სჭირდება
ერთი წლის წინ ვარკეთილის მეტროსთან ახალგაზრდა ბიჭი ყელის არეში ბოთლის ნამსხვრევით დაჭრეს, რის ფონზეც განუვითარდა იშემიური ინსულტი და ჩავარდა კომაში. მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. როგორც ახალგაზრდა მამაკაცის დედა ამბობს, მისი შვილის ბინაზე მოვლა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ოჯახმა ყველა ფინანსური რესურსი უკვე ამოწურა და ახლა ოჯახი კეთილი ადამიანების დახმარების იმედად არის დარჩენილი.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ მითითებული ანგარიშის ნომრებზე:
GE19TB7600736010100028
GE07BG0000000570808242 - მიმღები: ზითანიშვილი ანეტა.