გაირკვა 13 წლის მოზარდის ვინაობა, რომელიც თბილისში ტრაგიკულად დაიღუპა - უბედურება მის სახლთან მოხდა...
ტრაგედია დატრიალდა თბილისში. დენის დარტმის შედეგაც 13 წლის მოზარდი დაიღუპა. უბედური შემთხვევა კვირას, მის სახლთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი გარაჟის თავზე ელექტრო ანკესს აწყობდა, რა დროსაც ანკესი ელექტრო სადენს შეეხო და დენი მოზარდზე გადავიდა. მან სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო.
ის მიღებული დაზიანებით რამდენიმე დღე კლინიკაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილი მოზარდი ანდრია ლავრელაშვილია.