ვრცელდება ახალი დეტალები კესარიას მკვლელობასთან დაკავშირებით – რას ამბობს მეგობარი?
ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტლები ხდება ცნობილი.
AMBEBI.GE-ს წყარო ჯაიანის გარემოცვიდან უამბობს: “გამწარებულ ჯაიანს პროდუქტებთან ერთად დანა უყიდია და ისე ასულა ქალთან, ანუ კესო წინასწარი განზრახვით მოკლა. მკვლელობამდე ტელეფონზე მათ უსიამოვნო საუბარი ჰქონიათ. ვფიქრობ, ამ ამბის „გაბაზრება“ გახდა მკვლელობის მოტივი. ის პროდუქტებიც ალბათ იმიტომ აიტანა, იფიქრა, ასე უფრო გამიღებს კარსო.”
შეგახსენებთ, 18 სექტემბერს ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე სასტიკად მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული კესარიამ მეგობარი მამაკაცი, ბექა ჯაიანი უკვე დაკავებულია. შსს–ის ინფორმაციით, კესარია აბრამიძე დანითაა მოკლული. მას სხვეუკზე 50 ჭრილობა აღენიშნებოდა.
თავდაპირველად გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით), მოგვიანებით კი კვალიფიკაცია დამძიმდა. შსს-ს ცნობით, გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით – გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.