რეგისტრაცია
Website Demo » ანეკდოტი, რომელსაც ქალები ვერ იტანენ... ანუ რატომ მისცა ღმერთმა კაცს ჭკუა

ანეკდოტი, რომელსაც ქალები ვერ იტანენ... ანუ რატომ მისცა ღმერთმა კაცს ჭკუა

13 Sep 2024, 12:28

 

ადამი და ევა სამოთხის ბაღში დარბოდნენ და თამაშობდნენ. მათთან ღმერთი მივიდა და უთხრა:

- შვილებო, თქვენთვის ორი საჩუქარი მაქვს, მაგრამ თქვენ თავად უნდა ამოირჩიოთ რომელს რომელი შეგხვდებათ. პირველი საჩუქარი ფეხზე დამდგარი შარდვაო...

ადამი აღფრთოვანდა და ყვირილი დაიწყო - მე, მე მინდა ფეხზე დამდგარი შარდვა შემეძლოსო, ძალიან გთხოვთ, მე მომეცით ეს საჩუქარი, მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდიო. ევამ დაუთმო.

ადამმა საჩუქარი მიიღო. გახარებულმა ბაღში სირბილი დაიწყო და საჩუქარს თითოეულ ხესთან, ბუჩქთან, ყვავილთან თუ უბრალოდ მიწაზე "ცდიდა".

შეცბუნებული ევა და ღმერთი ერთად უყურებდნენ ამ სიგიჟეს...

უცებ ევა ღმერთს შეეკითხა:

- უფალო, მეორე საჩუქარი რაღა არისო?

დაღონებულმა უფალმა უპასუხა:

- ჭკუა, ევა, ჭკუა...! მაგრამ, იმის მიცემაც ადამისთვის მომიწევს, თორემ ხომ ხედავ რა დღეშია, სულ მოაოხრებს აქაურობასო!

აგრეთვე იხილეთ: