რეგისტრაცია
Website Demo » "იქ მომაშორეს ბავშვი, უკვე მეოთხე თვეში ვიყავი" - შორენა ბეგაშვილის აქამდე უცნობი ისტორია

"იქ მომაშორეს ბავშვი, უკვე მეოთხე თვეში ვიყავი" - შორენა ბეგაშვილის აქამდე უცნობი ისტორია

08 Aug 2024, 18:41

  შორენა ბეგაშვილის და დავით ბაგრატიონის ურთიერთობა, შორენასთვის ძალიან გულსატკენი და სჯანდალური აღმოჩნდა.

ბაგრატიონების ორი სხვადასხვა შტოს ოჯახის შესაქმნელად ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ქმარს დააშორეს დავით ბაგრატიონ-მუხრანელი კი, შორენას.

"როცა მე წამოვედი დავით ბაგრატიონისგან, "მეფისგან" აღმოვაჩინე, რომ ვიყავი ფეხმძიმედ. მე თვითონ ვიყავი არასასურველი და რა ერქმეოდა ჩემს შვილს.

ძალიან განვიცადე. საკმაოდ დიდი ნაყოფი იყო, არ გამიკეთეს ჩვეულებრივ კლინიკაში. სადღაც მიმიყვანა ჩემმა მეგობარმა და იქ მომაშორეს ბავშვი. უკვე მეოთხე თვეში ვიყავი. ევას მერე, რომ მეკითხებიან ბავშვს რატომ არ ვაჩენ, ეს მხოლოდ მე ვიცი. ეს ყველაფერი დავითმაც არ იცის. ბავშვი სიყვარულით უნდა გააჩინო", - განაცხადა შორენა ბეგაშვილმა.

აგრეთვე იხილეთ: