რა გააკეთა აზერბაიჯანის სახელი მოასპარეზე ქართველმა მოჭიდავემ, როდესაც დაჯილდოების დროს საქართველოს ჰიმნი აჟღერდა ? (ვიდეო)
როგორც მოგეხსენებათ თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125) პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. აღსანიშნავია, რომ გენომ ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველი სპორტსმენი გიორგი მეშვილდიშვილი დაამარცხა.
თავის მხრივ გიორგი მეშვილდიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და კვარცხლბეგზე გენოსთან ერთად აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ როდესაც საქართველოს ჰიმნი აჟღერდა დარბაზში მეშვილდიშვილმაც გენოს მსგავსად გულზე ხელი დაიდო და საქართველოს ჰიმნი იმღერა.