ბათუმში 16 წლის ბავშვს მეხი დაეცა – უმძიმესი ინფორმაცია ახლახანს გავრცელდა
ბათუმში 16 წლის მოზარდს მეხი დაეცა, ის კლინიკაშია გადაყვანილი – ინფორმაციას მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ბათუმში ელჭექის დროს დაფიქსირდა მეხის ჩამოვარდნის ფაქტი თევზის რესტორან ,,ფიშლანდიასთან”, რომელიც სამწუხაროდ დაეცა 16 წლის მოზარდს, ის მუშაობდა მიმტანად, მიიღო სხეულის ნაწილობრივი დამწვრობა, გადაყვანილია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
შეგახსენებთ დღის ბოლოს ბათუმში ლოკალურად ამინდი მკვეთრად გაუარესდა, აღინიშნა ქარის შკვალური გაძლიერება, ძლიერი ელჭექი და ხანმოკლე წვიმა.” წერს კობა ფარტენაძე