ნახეთ რა დღეშია ხალხი ახლახანს მომხდარი 7.1 სიმძლავრის მიწისძვრის დროს, გამოცხადდა ცუნამის საშიშროება – სოცქსელში ვიდეო ვრცელდება
იაპონიაში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
გავრცელებული ცნობით, ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთში, კუნძულ კიუსიუზე მდებარე მიაძაკის პრეფექტურის სიახლოვეს, ზღვაში მდებარეობდა.
ძლიერი ბიძგების შემდეგ მოქალაქეები მოსალოდნელი ცუნამის შესახებ გააფრთხილეს.
მიწისძვრის შედეგად შესაძლო დაღუპულებზე ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.