"რამდენიმე მოზარდი მდინარეზე ჩავიდა, ერთ-ერთი მათგანი ადიდებულ წყალში ჩავარდა და..."- რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი
ბოლნისის სოფელ ნახიდურში, მდინარე ხრამში, არასრულწლოვანს ეძებენ.
ადგილობრივების თქმით, 17 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის წინ დაიწყო და ახლაც გრძელდება.
ისინი ამბობენ, რომ რამდენიმე მოზარდი მდინარეზე შუადღისას ჩავიდა, რა დროსაც, ერთ-ერთი მათგანი ადიდებულ წყალში ჩავარდა.
მოსახლეობა დასახმარებლად მივიდა, თუმცა მისი პოვნა ვეღარ შეძლეს.