მეხი დაეცა და წამში დაიღუპა, ჩვენი აჩი… – ნახეთ ცნობილია ვინ არის მეხის დაცემის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა
ტრაგედია დატრიალდა სვანეთში, სადაც მწვერვალ შხელდაზე ექსპედიციისას ცნობილი, ქართველი ალპინისტი, 34 წლის არჩილ ბადრიაშვილი გარდაიცვალა.
არჩილს ექსპედიციაში სამი ადგილობრივი მოყვარული ალპინისტი ჰყავდა წაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, 10 აგვისტოს საღამოს ამინდი მოულოდნელად გაუარესდა. მწვერვალიდან დაშვების პროცესში მეხი ახალგაზრდა სპორტსმენთან ახლოს დაეცა და არჩილი კლდიდან გადააგდო. გადარჩენილმა სამმა ახალგაზრდამ რუსული სიგნალის დაჭერა შეძლო და მომხდარი იქაურმა მხარემ შეატყობინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.