რეგისტრაცია
Website Demo » "მუცელი რომ მოშლოდა, დედამთილმა რძალი მოწამლა…" - რას იხსენებს ექიმი ციცინო შურღაია

"მუცელი რომ მოშლოდა, დედამთილმა რძალი მოწამლა…" - რას იხსენებს ექიმი ციცინო შურღაია

05 Aug 2024, 22:48

ცნობილი პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია გადაცემაში "ნოესთან" ერთ-ერთი პაციენტის ისტორიას იხსენებს, რომელიც დედამთილმა მოწამლა, რათა მუცელი მოშლოდა.

“მოვიდა პაციენტი სახის დამბლით. ვეუბნები რა მოხდა? დედამთილმა მომწამლაო. ის ქალი არ დასჯილა. როცა დავფეხმძიმდი ამ ქალს არ უნდოდა რომ შვილი გამეჩინაო, და მომცა რაღაც წამალიო, ანუ მუცლის მოსაშლელი. ამ წამალმა გამოიწვია თრომბის წარმოქმნა და საბოლოოდ, განუვითარდა სახის პარალიჩი. ინტერნეტშია გავრცელებული ვიდეო, როგორ მეხვევა ის გოგო. თვალს ვერ ახელდა, ძალიან რთული ოპერაცია იყო, რომელიც საზღვარგარეთ ძალიან ძვირი ღირს, მე გავაკეთე უფასოდ. იმიტომ რომ პარალიზებულ ადამიანს ამ თანხის გადახდა არ შეუძლია, წარმოუდგენელია“ 
- აღნიშნა ექიმმა.

აგრეთვე იხილეთ: