რეგისტრაცია
Website Demo » 11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

11 Aug 2024, 00:03

 

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

♈ვერძი

საოჯახო საქმეები ამ დღის მნიშვნელოვან ნაწილს წაგართმევთ და იძულებული იქნებით, შეცვალოთ გეგმები ან დამატებითი პასუხისმგებლობა აიღოთ. თუ გრძნობთ, რომ საქმეს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დახმარება მეგობრებს სთხოვეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მოულოდნელი ხარჯები გელით.

♉კურო

ხელსაყრელი დღეა საკუთარი მდგომარეობის ობიექტურად შეფასებისა და მომავლის დაგეგმვისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, პრიორიტეტები განსაზღვროთ და მოქმედების გეგმა შეადგინოთ. თუ ბოლო მომენტში უკან არ დაიხევთ, შესანიშნავ შედეგებს მიაღწევთ. იდეებმა, რომლებზეც ბოლო დროს ბევრს ფიქრობთ, შეიძლება სწრაფი და მნიშვნელოვანი შედეგები მოგიტანოთ. თქვენი ენერგიულობა გარშემო მყოფებს გააოცებს.

♊ტყუპები

მონანიების, მორალური განწმენდისა და ინფორმაციის მიღების დღეა, რომელიც ხელსაყრელია სამოქმედო გეგმების შედგენისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრას და პარტნიორების საიმედოობის სწორად შეფასებას. გაითვალისწინეთ, რომ არახელსაყრელია სარისკო ოპერაციებისთვის.

♋კირჩხიბი

კირჩხიბებს, რომლებიც ჯერ სამოქმედო გეგმას ადგენენ და შემდეგ ახორციელებენ, წარმატება ელით. შესაძლოა, ვიღაცისთვის საკუთარი შთაბეჭდილებების გაზიარების და პრობლემების განხილვის სურვილი გაგიჩნდეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამან შეიძლება, იმედგაცრუება მოგიტანოთ. არ არის გამორიცხული ცვლილებები პირად ცხოვრებაში.

♌ლომი

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ნუ ეძებთ თავგადასავლებს, მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას, სარისკო საქმიანობას და ავტომობილის სწრაფად ტარებას. ქრონიკული დაავადებების გამწვავება რომ თავიდან აიცილოთ, პრევენციულ ღონისძიებებს მიმართეთ.

♍ქალწული

ამ დღის მნიშვნელოვან ნაწილს საოჯახო საქმეები წაგართმევთ. იძულებული იქნებით, თავდაპირველი გეგმები შეცვალოთ ან დამატებითი პასუხისმგებლობა აიღოთ. თუ ხვდებით, რომ დახმარება გჭირდებათ, შეგიძლიათ ნათესავებს ან მეგობრებს მიმართოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენი სამუშაო დრო სწორად დაგეგმოთ.

♎სასწორი

ეს დღე ჰარმონიით, წონასწორობითა და სამართლიანობით დაგამახსოვრდებათ. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება, ამიტომ შესანიშნავი დღეა ვარჯიშის, ახალი საქმის დაწყების, მშენებლობისა და რემონტისთვის. დღის პირველ ნახევარში პატარა უსიამოვნება პოზიტიური ტენდენციების გამოვლინებას შეანელებს. დღის მეორე ნახევრიდან ვარსკვლავები ყველაზე ამბიციური გეგმებისა და მიზნების მიღწევაში დაგეხმარებიან.

♏მორიელი

ნეგატიური თვისებების გამოვლენისა და გააქტიურების დღეა. ეჭვი და უნდობლობა თქვენი კეთილდღეობისთვის აუცილებელი კონტაქტების დამყარებაში ხელს შეგიშლით. ახალი საქმე თქვენგან მაქსიმალურ კონცენტრაციას და ობიექტურობას მოითხოვს. გირჩევთ, ახლობელი ადამიანების მიმართ უფრო მიმტევებელი იყოთ.

♐მშვილდოსანი

მონანიების, მორალური განწმენდისა და ინფორმაციის მიღების დღეა. ახალი იდეები ან ძველი პრობლემების ახლებურად გადაწყვეტის გზები სასურველ შედეგებს არ მოგიტანთ, ამიტომ უმჯობესია, აქტიურობაზე უარი თქვათ ლოდინის რეჟიმში გადახვიდეთ. მოსალოდნელია წინასწარმეტყველური სიზმრები.

♑თხის რქა

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები, ხელმძღვანელობის მხრიდან კი კრიტიკული შენიშვნები გელით. წინდახედულობა და ინტუიცია შექმნილი პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ.

♒მერწყული

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. თუ შესაძლებელია, უარი თქვით ახალ ნაცნობობაზე და ნუ იაქტიურებთ კომერციულ საქმეებში. ეცადეთ, შეამცირეთ ურთიერთობა გარშემო მყოფ ადამიანებთან. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია არაკეთილმოსურნეთა ინტრიგები და პროვოკაცია.

♓თევზები

ამ დღეს წინდახედულება და სიფრთხილე ისე დაგჭირდებათ, როგორც არასდროს. ეცადეთ, ნაკლები იაქტიუროთ და სხვების მოქმედებას დააკვირდეთ. ამ კვირას შესაძლებლობა გექნებათ, ჩანაფიქრის განხორციელებას მიაღწიოთ. დაავადება, რომელიც ამ დღეს იჩენს თავს, შეიძლება გაჭიანურდეს და ქრონიკული ფორმა მიიღოს.

აგრეთვე იხილეთ: