რამდენიმე წუთის წინ "ფორმულას" ყველასთვის საყვარელი და ცნობილი ჟურნალისტი და პროდიუსერი გარდაიცვალა - რა ინფორმაციას ავრცელებს ტელეკომპანია
ჟურნალისტი და პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა. ის ბოლო წლების განმავლობაში ტელეკომპანია „ფორმულაში“ მუშაობდა.
მომხდარ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით „ფორმულა“ ინფორმაციას ავრცელებს.
„დღეს ჩვენთვის მწუხარების დღეა — გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და მეგობარი გიორგი ლაფერაშვილი. ლაფერას უდროოდ წასვლა განუზომელი პერსონალური და პროფესიული დანაკლისია. ვიზიარებთ და ვუერთდებით მისი ოჯახის, მეგობრების, კოლეგების ღრმა მწუხარებას”, - ნათქვამია ტელეკომპანიის ინფორმაციაში.