არც ნიჭი გაქვს და არც ნამუსი – უბრალოდ მემკვიდრეობით მიიღე” – გიორგი უშიკიშვილის მოულოდნელი ფოსტი
“ასეა როდესაც არ გეკუთვნის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელობა, არც ნიჭი გაქვს და არც ნამუსი. უბრალოდ მემკვიდრეობით მიიღე,“ – ამის შესახებ მომღერალი, ფოლკლორისტი და ლოტბარი გიორგი უშიკიშვილი სოციალურ ქსელში წერს
ის ეხმაურება ანსამბლ “ერისიონის“ პოზიციას იმის შესახებ, რომ ანსამბლი “ყოველთვის იმღერებს, იცეკვებს და არავის აქვს უფლება ეს მოუშალოს ქართველებს!“.
რამდენიმე საათის წინ “ერისიონმა“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ “ხალხის დაბულინგება და შანტაჟი, არ იმღეროთ, არ იცეკვოთ, ახალი წელი და შობა არ იზეიმოთ და ბავშვები არ ჩართოთ ამაშიო – ყველაზე არაქართული დამოკიდებულებაა.“სიმღერა, ცეკვა, ქართული კულტურა და იდენტობა, შეუცვლელი და ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელია ყველა დანარჩენისგან.
ხალხის დაბულინგება და შანტაჟი, არ იმღეროთ, არ იცეკვოთ, ახალი წელი და შობა არ იზეიმოთ და ბავშვები არ ჩართოთ ამაშიო – ყველაზე არაქართული დამოკიდებულებაა ნებისმიერი მიზეზის თუ საბაბის მიუხედავად!
ჩვენ ყოველთვის ვიმღერებთ, ვიცეკვებთ და არავის აქვს უფლება ეს დაგვიშალოს და მოუშალოს ქართველებს!“ – აღნიშნულია განცხადებაში.