ბიძინა ივანიშვილი მისი და მისი მეუღლის სახელით მსახიობ, ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე აღნიშნავს, ზურაბ ბერიკაშვილმა ღირსეული და მნიშვნელოვანი სახელი დატოვა არამარტო თეატრალურ წრეებში, არამედ მთელ ქართულ საზოგადოებაში.
„ჩემი და ჩემი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო.
მან სცენაზე გამოჩენიდან მალევე შეძლო საკუთარი ნიჭიერებითა და ინდივიდუალიზმით ქართველი მაყურებლის მოხიბვლა. ზურაბმა, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ღირსეული და მნიშვნელოვანი სახელი დატოვა არამარტო თეატრალურ წრეებში, არამედ მთელ ქართულ საზოგადოებაში.
ვიზიარებთ ზურაბ ბერიკაშვილის ოჯახის, მეგობრების, კოლეგების დიდ მწუხარებას და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ“, – აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.
მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.