(ვიდეო) "ბოლოს ვამბობდი: ღმერთო, გამაძლებინე, ვერ გავუძელი და მერე შევცვალეთ..." - რას ჰყვება ანუკი არეშიძე?
"ინსტაგრამიდან" თითქმის ერთთვიანი გაქრობის შემდეგ, ანუკი არეშიძემ პროფილი აღადგინა. დიზაინერი და თბილისის მერის მეუღლე არჩევნების შემდეგ საქართველოს დედაქალაქში დაწყებული პროტესტის ფონზე გაქრა. ანუკი დაბრუნდა, მაგრამ მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე, კომენტარების ველი ისევ გათიშულია.
მიუხედავად ამისა, ანუკიმ გუშინ ინსტაგრამის "სთორიში" ნაძვის ხის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც სახლში მორთო.
არადა რამდენიმე თვის წინ, არეშიძემ იუთუბზე ვლოგების სერია განაახლა. "როგორც იქნა, გამოვედი ინტროვერტული ფაზიდან" - ამბობდა დიზაინერი.რამდენიმე თვეში კი, ოქტომბერში მილანიდან ვრცელი ვლოგი გამოაქვეყნა, სადაც კახისა და მისი სიყვარულის ისტორიას და მილანში ცხოვრების პირველ პერიოდზე ჰყვება.