„ზღვას ცეცხლი უკიდია, დელფინები ნაპირზე გამოდიან… – რა ელის ბათუმს?“ – ცირა კუპრაშვილის უახლესი წინასწარმეტყველება
თინათინ თოფურიას საავტორო გადაცემის „მეცნიერთა კლუბის“ სტუმარი წინასწარმეტყველი ცირა კუპრაშვილი იყო, რომელმაც საქართველოს ზღვისპირა ქალაქ ბათუმზე ისაუბრა.
როგორც ნათელმხილველი ამბობს ხილვა ჰქონდა, სადაც იხილა რომ ზღვას ცეცხლი უკიდია და დელფინებიც ნაპირზე გამოდიან.
მან ეს ხილვა გადაცემაში ახსნა.
„მე მქონდა ხილვა, დელფინები დიდი რაოდენობით უკვე ნაპირზე გამოდიან, და ეს რეალურადაც ასე ხდება საზოგადოება მიგზავნის ვიდეოებს.
როგორც მე ჩემ ხილვაში ვნახე ბათუმში, შავ ზღვაში შორს ზღვას ცეცხლი ეკიდა, დელფინები, რომელიც ასევე ვნახე ხილვაში გვაუწყებენ იმას, რომ არ მოხდება უბედურება ქალაქში, პირიქით დელფინები იმიტომ გამოვიდნენ ასე ახლოს სანაპიროსკენ, რომ ისინი თავს აფარებენ, იმ საშიშროებას, რომელმაც გადაიარა, ან გადაივლის…
ეს საშიშროება ჩაივლის, თუ კი ბათუმში წმინდა მატადას საფლავზე მიხვალთ და ილოცებთ, აუცილებელია ერთიანი რწმენა“, – ამბობს ნათელმხილველი.