რეგისტრაცია
Website Demo » 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

28 Dec 2024, 00:39

რუსეთში, იაპონიის საზღვრის სიახლოვეს, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა წყნარ ოკეანეში, იაპონიის ჩრდილოეთით, იუჟნო-სახალინსკიდან 643 კილომეტრის დაშორებით. შემთხვევა დაფიქსირდა დღეს, 16:47 საათზე.

ამ დროისთვის ინფორმაცია მსხვერპლისა და ზიანის შესახებ არ გავრცელებულა.

რუსეთის აღმოსავლეთ რეგიონებში მსგავსი მიწისძვრები ხშირია, რადგან ეს ზონა ტექტონიკურ ფირფიტებზე მდებარეობს და სეისმურად აქტიურ რეგიონს წარმოადგენს.

აგრეთვე იხილეთ: