რა (არ) უნდა გააკეთოთ ამაღამ, სავსემთვარეობისას – ასტროლოგის გაფრთხილება
2023 წლის ზაფხულის ბოლო დღეს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა გველოდება, რომელიც თითოეულ ადამიანზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. თევზების ნიშანში სავსე მთვარის არსებობა, ასტროლოგების თქმით, ბევრი მიმართულებით, ცვლილებას გვპირდება.
ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სავსემთვარეობაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, თუ რას მოუტანს ეს მოვლენა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს.
,,31 აგვისტოს სავსემთვარეობის პიკი 05:35 სთ-ზე თევზების მე-8 გრადუსზე. სიმბოლურად, ეს არის მოსავლის აღების პერიოდი, გამძაფრებულია მგრძნობელობა, იზრდება კონფლიქტების, ავარიულობის, ფსიქოლოგიური სახის და ზოგადად ჯანმრთელობის პრობლემები უფრო აქტიურდება. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება. თავი შეიკავეთ სამედიცინო მანიპულაციებისგან თუ ამის აუცილებლობა არ არის.
სავსემთვარეობა ეს არის ორი მნათობის დაპირისპირება, მომენტი, როდესაც მზე და მთვარე ერთმანეთის საწინააღმდეგო პოზიციაშია, მსგავსი მდგომარეობა ენერგეტიკულად დიდ ენერგიას წარმოქმნის, რომლის კონსტრუქციული გამოყენებაც საკმაოდ ეფექტურია. ეს სავსემთვარეობა გამორჩეულია რამდენიმე მიზეზით:
თევზები ზოდიაქოს მე-12 ნიშანია, ის ერთგვარად მიუთითებს ერთი მთლიანი ციკლის დასრულებაზე.
ამ თვის მეორე სავსემთვარეობაა. ჩვეულებრივ თვეში ერთხელ გვაქვს სავსემთვარებაც და ახალმთვარეობაც.
მზის (ასევე მთვარის) სიმბოლური „მტერი“ სატურნი (მზე, სიმბოლურად განასახიერებს სიცოცხლეს, სატურნი კი - სიკვდილს, უფრო სწორი იქნება გარდაცვალებას.) სავსემთვარეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟია, რადგან მთვარესთან აქვს შეერთება, ანუ სიმბოლურად უპირისპირდება მზეს - სიცოცხლეს. მთვარე გარდა იმისა, რომ ჩვენს ემოციურ კომფორტს გამოხატავს, ასევე ქვეცნობიერისა და მიღმიერი, შეუცნობელი სამყაროს სიმბოლიზაციაა, სატურნი (რომელიც ახლა რეტროგრადულია, ის ახლა ერთგვარად დროის მანქანას განასახიერებს, რომელიც გაძლევთ საშუალებას იმოგზაუროთ თქვენს წარსულში)კი ამ სამყაროში შეღწევის კარიბჭედ გვევლინება, რომელიც ქმნის მატერიას, დროს, ფორმებსა და ჩარჩოებს, ამ ყველაფრის შედეგად კი ვიღებთ შემდეგს:
მეგობრებო, ეს არის უნიკალური პერიოდი, როდესაც შეგიძლიათ თქვენი გონებიდან (გონების მმართველი პლანეტა მერკური ახლა რეტროგრადულია, ეს კიდევ უფრო ეფექტურად მუშაობის საშუალებას მოგცემთ ) „ამოთხაროთ“ თქვენი ძირეული შიშები, ფობიები, იმუშაოთ თქვენს ბავშვობის ტრავმებზე, ტრავმულ ურთიერთიერთობებზე, გასცეთ პასუხი კითხვებს თუ რატომ ტრიალებთ ერთ წრეზე? რატომ იმეორებთ იგივე სცენარს?
ამ ყველაფრით კი თქვენი სიმბოლური „გარდაცვალება“ - სხვა ეტაპზე გადასვლა მოხდება... და რაღა თქმა უნდა ეს პროცესები არ ჩაივლის უმტკივნეულოდ, თუმცა შედეგი ძირეულად შეცვლის თქვენს აწმყოსა და მომავალს.
იყავით თამამი თქვენს გადაწყვეტილებაში, იმოქმედეთ, მთავარი რჩევა: - იყავით ადამიანები, ადამიანს მანქანისგან გამოარჩევს ემოცია, გრძნობა და სწორედ ეს გრძნობა ხატავს ჩვენი სამყაროს რეალობას.
მინერალური ქვებისა და წყლის დამუხტვას ამ ღამით არ გირჩევდით.
იმუშავეთ თავდაჯერებულობაზე და თვითშეფასებაზე, რადგან წარუმატებლობის 90 % ნებისმიერ სფეროში, სწორედ აქედან იღებს სათავეს.
შესაძლოა, გართულდეს ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
არეული, "ცუდი" სიზმრები ყოველთვის პირდაპირ არ იკითხება, თქვენს თავს ჰკითხეთ, რა მესიჯის მატარებელია ისინი...
მატულობს კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციების ალბათობა.
დაახლოებით 17 სექტემბრამდე პერიოდი არ არის სასურველი სიახლეების დასაწყებად, რეკლამასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის, მოლაპარაკებებისთვის და სხვა.
p.s. შეგახსენებთ, რომ სავსემთვარეობა თევზების გრადუსში გვაქვს, ამიტომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც რუკაში აქვს ასცენდენტი ან პირადი პლანეტები (თევზების, ასევე ქალწულის 6-10 გრადუსებში) უფრო გამოხატული იქნება ცვლილებები მითითებულ თემებში. ასევე გაითვალისწინეთ რომ ეს პროგნოზი არის ძალიან ზოგადი, იმისათვის რომ გაიგოთ თქვენი პირადი პერსპექტივები არა მხოლოდ თვის, არამედ წლის განმავლობაში, საჭიროა პროფესიონალ ასტროლოგთან კონსულტაცია.
ახლა კი ვნახოთ, რას მოიტანს თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის ეს სავსემთვარეობა.
ვერძი - იზოლაციის დასასრული. მედიტაციური მდგომარეობა. ემიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების აქტუალიზაცია. რაღაც ინფორმაციებს ფარდა ეხდება.
კურო - სოციალური თემების, ინტერნეტთან დაკავშირებული საქმიანობის აქტუალიზაცია. მეგობრების თემას მიაქციეთ ყურადღება. ღონისძიებებზე თქვენს მიმართ ყურადღება მატულობს.
ტყუპები - კარიერულ ასპარეზზე, ასევე შესაძლოა სტატუსთან დაკავშირებით ცვლილებები. მეტი ყურადღება დაუთმეთ საბუთებსა და მეტად იყავით ორიენტირებული ერთ კონკრეტულ საქმეზე.
კირჩხიბი - ცვლილებები განათლების, უცხოეთის თემებთან დაკავშირებით. შესაძლოა მოგზაურობაც მოგიწიოთ. ეს ცვლილებები ეხება ნებისმიერ სფეროს როგორც პირად ასევე საქმიან კავშირებსაც.
ლომი - მემკვიდრეობასთან, კრედიტის თემასთან, დიდ ფინანსებთან, ღრმა ფსიქოლოგიურ თემებთან დაკავშირებული საკითხების აქტუალიზაცია. შესაძლოა იყოს დანაკარგებიც.
ქალწული - პარტნიორული საკითხების წინ წამოწევა, როგორც პირად სასიყვარულო, ასევე საქმიანობასთან დაკავშირებული. ახლა შესაძლოა დაიდოს შედეგები.
სასწორი - მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობის საკითხს(შესაძლოა გამოჯანმრთელება). ან გარკვეული ყოფითი და სამსახურებრივი საკითხების, ჩვევების ცვლა. შესაძლოა ახალი ოთხფეხა ბინადარიც.
მორიელი - ბავშვებთან დაკავშირებული თემის აქტუალიზაცია. შემოქმედებითი უნარები მეტად იჩენს თავს, ასევე რომანტიულ ვნებათაღელვაში მოექცევით.
მშვილდოსანი - სახლთან, ოჯახთან, უძრავ ქონებასთან, მშობლებთან დაკავშირებული თემების ეპიცენტრში ხართ, შესაძლოა, ბიზნესის კუთხით, რემონტის სახით ან სულაც ახალი ბინადარი ოჯახში.
თხის რქა - კომუნიკაციებით დახუნძლული პერიოდი. შედეგები მეზობლებთან, ნათესავებთან, და-ძმებთან მოლაპარაკებებში ან დავების პროცესების დასრულება. მგზავრობები და სწავლის საკითხების აქტუალიზაცია.
მერწყული - ფინანსებთან დაკავშირებული თემა აქცენტირებულია. შესაძლოა მიიღოთ ფულადი ჯილდო, გამოჩნდეს ახალი ფინანსური წყაროები.
თევზები -ცვლილებები შესაძლოა ნებისმიერ სფეროს მოიცავდეს, დაწყებული ჯანმრთელობით, იმიჯით დასრულებული ზოგადად ურთიერთობების კუთხით. იყავით ყურადღებით ახალ შეთავაზებებთან, მოეკიდეთ ყველა საკითხს რაციონალურად.