რეგისტრაცია
Website Demo » ‼‼“ამას უკვე ვეღარ დავმალავ…ახლა უნდა ვთქვა ის რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა”- ლელა კაკულია სკანდალური წინასწარმეტყველება‼‼

‼‼“ამას უკვე ვეღარ დავმალავ…ახლა უნდა ვთქვა ის რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა”- ლელა კაკულია სკანდალური წინასწარმეტყველება‼‼

16 Aug 2024, 09:57

სნოუდენის ინფორმაციები პატარა ბომბებივით უდევთ რუსებს და როგორც კი რამე მოხდება, შანსს ხელიდან არ გაუშვებენ, ისე ალაგებს რუსეთი ამ ინფორმაციებს, რომ ერთმანეთს წაჰკიდოს ქვეყნები. განსაკუთრებით ამერიკასთან მიმართებით მუშაობენ.

მე კი რუსეთის წინააღმდეგ ამერიკა–ევროპის პოლიტიკურ ომს ნათლად ვხედავ…
ევროპა არცერთ შემთხვევაში არ მისცემს რუსეთს ლიდერობის უფლებას. ეს უკვე იქნება არა ფარული, არამედ ძალინ დიდი და ხანგრძლივი ბრძოლები. საინტერესო ის არის, რასაც ვხედავ ამწუთას: თვითონ რუსი ხალხი მთავრობას, კრემლს ძალინ ცუდად შეუბრუნდება. ხალხი იყვირებს, რომ რუსეთის მთავრობამ, მათმა პოლიტიკამ დიდი დარტყმა მიაყენა სრულიად რუსეთს და იქნება ძალიან დიდი მიტინგები. იმას, რაც მოხდა ბალოტნაიაზე, ექნება გაგრძელება და მთავრობა ამჯერად უკვე უძლური იქნება, ძალის გამოყენებით აღკვეთოს დემონსტრაცია, იმდენად მრავალრიცხოვანი იქნება ხალხის მასა. მოკლედ, რუსეთს ძალიან რთული დღეები ელის ახლო მომავალში.
რაც შეეხება საქართველოს, ის რუსეთისთვის ამოთხრილი საფლავია. რამდენადაც საქართველოს მიმართ გაართულებს სიტუაციასა და მდგომარეობას, იმაზე მეტად ათჯერ მძიმე დარტყმას უბრუნებს კოსმოსი. რა თქმა უნდა, მოსახდენი უნდა მოხდეს და ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს.
მე კიდევ მინდა გავაფრთხილო რუსეთი, რომ იქნება პროდუქტების უკმარისობა. ისევ ვხედავ დიდ ცეცხლს, წყალდიდობებსა და ასევე ვულკანების ამოფრქვევას.
მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის მიერ შექმნილი საბაჟო კავშირი არ გაამართლებს. ეს არის ძალადობა ყაზახეთზე, ბელორუსზე, სომხეთზე… და საერთოდ, ვერ ვხედავ ამ გაერთიანებას.
სხვათა შორის, რუსეთს აზერბაიჯანთან ძალიან აერევა ურთიერთობები. აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ბატონ ალიევს, ნერვები უმტყუნებს და უდიდეს წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთს, ისეთს, როგორსაც რუსეთი არ მოელის. კრემლის პოლიტიკას, რომელსაც ის დღეს ატარებს და მომავალშიც გაატარებს, დაყოს და იმეფოს კავკასიაში, უკუშედეგი მოაქვს. ვხედავ, „დაყოფილები“ ერთიანდებიან, ანუ აზერბაიჯანი–საქართველო და სომხეთი–საქართველო. აქვეა თურქეთი და იქვეა ირანიც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შავ ზღვაზე ნატოს მთელი ესკადრილია არის ჩამწკრივებული. გემებზე ვერტმფრენებს ვხედავ. რუსეთი ხმასაც ვერ ამოიღებს, იმიტომ, რომ ეს მონაკვეთი ნატოს ეკუთვნის. ფოთში აუცილებლად აშედება ახალი პორტი, ვინაიდან ეს ამერიკის ინტერესებშია და გეგმა–პროექტიც მოდის ამერიკიდან. მათი შემუშავებულია.
ვიმეორებ წარსულში ნათქვამს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნები: ჩეჩნეთი, დაღესტანი, ყაბარდო–ბალყარეთი, ინგუშეთი, ყარაჩაი–ჩერქეზეთი, ადიღეა და ა.შ. დღეს უკვე გაერთიანებულები არიან და კიდეც გაილაშქრებენ რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთს ეს ინფორმაცია აქვს, მაგრამ ვერაფერს აკეთებენ, წინააღმდეგობას ვერ უწევნ. ეს სიტუაცია იმ ზღაპარს ჰგავს, რომელშიც უფლისწული გველეშაპს ერთ თავს აჭრის, მაგრამ მის მაგივრად ხუთი ერთად ამოსდის.
სამაჩაბლო — ეს საქართველოა და ოსები როკის გვირაბს ნუ უყურებენ დიდი იმედით. ის გვირაბი, მე ადრეც ვიწინასწარმეტყველე, რომ არ იარსებებს. მოვა დრო, როცა რუსეთი ჩრდილოეთ ოსებს ვეღარ დაიცავენ და კარგად მიმოიხედონ ოსებმა ირგვლივ, ვინ ჰყავთ მეზობლად და რას უზამენ ის მეზობლები. მინდა აღვნიშო, რომ ყველაზე დაუცველი ქვეყანა ჩრდილოეთ ოსეთი იქნება. რუსეთი თავის ტერიტორიებად მიიჩნევს ჩრდილოეთსაც და „სამხრეთ ოსეთსაც“. ნუ იფიქრებთ, სამაჩაბლოში მავთულხლართებით იმიტომ დარბიან რუსები, რომ სულ ოსებზე ამოსდით მზე და მთვარე. უბრალოდ, ამ გარნირით აზავებენ საკუთარ სურვილებს — ეს არ ის და ეს. მაგრამ მოუწევთ საქართველოს დატოვება.
სხვათა შორის, რუსები თვითონაც ხვდებიან, რომ ეს არაჯანსაღი პოლიტიკაა, რომელსაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ატარებენ, რომ ის თავად მათ უთხრის ძირს, რომ წარმოაჩენს რუსეთს მსოფლიოს თვალში როგორც არასანდო პარტნიორს, რაც ყოველთვის იქნება ევროპა–ამერიკისთვის სალაპარაკო თემა. ეს ის შემთხვევაა, რაც ბევრ სახელმწიფოს დააფიქრებს რუსეთთან ურთიერთობაზე.
მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთს მომავალში ეყოლება ახალი მთავრობა, რომელიც ურთულესი ჩიხიდან გამოიყვანს ქვეყანას, ხალხს, ჩამორეცხავს სამარცხვინო იარლიყებს, გამოასწორებს ტერიტორიებთან დაკავშირებულ შეცდომებს და, რაც მთავარია, საბჭოთა კავშირის შექმნის პირდაპირი მტერი იქნება. ახალი მთავრობის წევრებს მიაჩნიათ, რომ მისახედია ის უზარმაზარი მიწები, რომელთაც რუსეთი ფლობს, და საკუთარი ხალხი, რომ სხვა სახელმწიფოების ცხოვრებაში ქექვა მათი საქმე არ არის. აი აქედან იწყება, ვხედავ, რუსეთის აყვავება. თუმცა, მსოფლიოს ნდობის აღდგენასა და თავიდან მის მოპოვებას მაინც დიდი დრო დასჭირდება.

2014 წელი, 20 იანვარი

დაძაბულობა მსოფლიო პოლიტიკაში უკვე კულმინაციას აღწევს. იწყება დიდი პოლიტიკური დებატები. განსაკუთრებით ამერიკა იაქტიურებს, ვინაიდან რუსული ავანტურისტული პოლიტიკა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს როგორც ევროპას, ისე შეერთებულ შტატებს. რა თქმა უნდა, რუსეთი თავისი პოლიტიკის გატარებას ცდილობს, მაგრამ ამხელა იმპერია ვერც ხვდება, რომ იმ ტოტს იჭრის, რომელზეც ზის. რუსეთი ალიანსშია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, რითაც ხელს უწყობს არეულობებს და ცეცხლითა და მახვილით უმყარებს პოზიციას იმ რადიკალ მუსლიმებს, რომლებიც მომართული არიან ომისთვის. მაგალითად, ირანის ბირთვულ ამბიციებთან დაკავშირებით რუსეთის მიერ გატარებული პოლიტიკა ძალიან საშიშია არა მხოლოდ დანარჩენი მსოფლიოსთვის, არამედ, უპირველესად, სწორედ რუსეთისთვის. ასეთივე მცდარი პოლიტიკა გაატარა კრემლმა უკრაინასთან, რასაც ძალადობად ვაფასებ. დღეს სურათი ნათელია, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, რუსეთის ჩარევამ გამოიწვია, ანუ რევოლუციური მდგომარეობა, სამოქალაქო ომი. ამიტომ ევროპა და ამერიკა დაუნდობელ ბრძოლას უცხადებენ რუსეთის მთავრობას, რითაც უკრაინის ოპოზიციას ეხმარებიან, ბაზას უმყარებენ. ისინი რუსეთს თავის პოლიტიკას არ გაატარებინებენ და ყველა სფეროში დაუპირისპირდებიან. ვგულისხმობ თუნდაც სანქციების დაწესების მუქარას და ა.შ. ერთი სიტყვით, რისი გაკეთებაც შეუძლიათ ევროპასა და ამერიკას, ყველაფერზე წავლენ.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის როლი, როგორც ოკუპანტისა საქართველოში, კიდევ უფრო დამძიმდება. იმ ფაქტებს შორის, რომელთაც დასავლეთი ჩამოუთვლის რუსეთს, საქართველოს საკითხიც აღმოჩნდება. ესენია: მავთულხლართების გავლება, მიწების მითვისება და მრავალი სხვა.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო აფხაზეთში შექმნილი სიტუაცია. რუსეთი მის მიმართ ისეთ კანონებს იღებს, რომლებიც აფსუებს ყველნაირად ავიწროებს. მომავალში (ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე) აფსუა, როგორც ერი, ეროვნება, არ იარსებებს.
სამაჩაბლოს, შიდა ქართლის ტერიტორიების მართლაც უსირცხვილო ოკუპაცია, მავთლხლართების შემოვლება ქართული მიწებისთვის — ეს ისეთი ხილული ფაქტია, რომელსაც რუსეთის მთავრობა ვერ უარყოფს. ამით მტკიცდება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირება.
სხვათა შორის, ჩრდილოეთ ოსეთი მაინც და მაინც თავს არ იკლავს სამაჩაბლოს, მათი თქმით, სამხრეთ ოსეთის შეერთებისთვის. ან, ნეტავ, როგორ უნდა შეიერთონ? სამხრეთ ოსეთის არსებობა კოსმოსში საერთოდ არ აღინიშნება, არ ფიქსირდება. ვხედავ, რუსები აუცილებლად დაიხევს უკან და, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, მავთულხლართებს საკუთარი ხელით მოხსნიან და წავლენ.
ვხედავ, რუსეთი წააგებს უკრაინაში, წააგებს საქართველოში და წააგებს მთელ კავკასიაში. გარდა ამისა, უდიდეს წინააღმდეგობას გაუწევს აზერბაიჯანიც, რომელსაც ძალიან ძლიერი ძალები უმაგრებენ ზურგს. აზებაიჯანი პრეტენზიებს ხმამაღლა გამოთქვამს.
ქართული შიდაპოლიტიკაც იძაბება. ხალხში ნელ-ნელა ფეხს იკიდებს უკმაყოფილება. ის მოლოდინები, რომელიც მათ ჰქონდათ, მიაჩნიათ, რომ გაუცრუვდათ, არ გაუმართლდათ. მაგრამ ის, რასაც ელოდები, თავისთავად არ მოვა, თუ ხელი არ გაანძრიე და ჭკუა არ მიახმარე. ვხედავ, რომ იმართება მიტინგები და ეს მიტინგები ვერ იქნება მართული, იმიტომ, რომ ყველა თავისას თხოულობს, თავის პროტესტს გამოთქვამს. ადამიანები გაჯიუტებულ პატარა ბავშვებს ჰგვანან. მთავრობა ძალას ვერ გამოიყენებს. მათ მაგალითად ძველი მთავრობის ქმედებები აქვთ. ამიტომ მთავობამ პოლიტიკური კურსი უნდა შეცვალოს და ახალი სახეებიც მოიყვანოს.
ახალი ხალხი ჰაერივით დასჭირდება მთავრობას და მოსახლეობასაც ახალი იმედები გაუჩნდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ახალი სახეები უფრო მეტის მომტანნი არიან თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ქართული პოლიტიკისთვის, ვიდრე წარსულში იყვნენ და ჩემი საცოდავი ხალხიც, ბოლო-ბოლო, ამოისუნთქებს. სწორედ ესენი არიან ჩემი ნაწინასწარმეტყველები „მეცნიერები“ და „გიორგი ბრწყინვალე“. ისინი ფართო ნაბიჯებით შემოვლენ პოლიტიკაში. გატარდება ისეთი რეფორმები, რომლებიც ქართველ ხალხს მოერგება. განსაკუთრებით, ეკონომიკაში, ჯანდაცვაში, განათლებაში. ბევრი რამ გამოსწორდება. მოდიან ახალი მინისტრები, მოდის ახალი მთავრობა და ვერავინ იტყვის, რომ ისინი მართვადნი არიან. ამას ღიად დაინახავს ყველა, გამომდინარე მათი პოლიტიკური ნაბიჯებიდან.
განსაკუთრებით დიდი ძვრები მოხდება სოფლის მეურნეობაში. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული პრობლემების გადაჭრა. ეს იქნება გადარჩენა ჩემი ერისა და ჩემი ქვეყნისა.
მინდა ისიც აღვნიშნო, რომ მსოფლიოში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარება საქართველოს წისქვილზე დაასხამს წყალს. საქართველოსთან დაკავშირებით საგარეო პოლიტიკაში დიდ სამუშაოებს ჩაატარებს დასავლეთი. ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებსაც მიიღებენ, არცერთი მთავრობისას არ ჰქონია საქართველოს. მთავარი ის არის, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთთან მოლაპარაკებებში მარტო აღარ იქნება. ამერიკა და ევროპა ხმამაღლა განაცხადებენ, რომ დაიცავენ საქართველოს ერთიანობასა და მთლიანობას და რუსეთს არ მისცემენ იმის უფლებას, რომ ამ პატარა ქვეყანაში დემოკრატია ჩაკლას. ვხედავ იმასაც, რომ საქართველოს ახალი მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას ამერიკა და ევროპა პატივს სცემენ, ვინაიდან ისინი თავს გამოიჩენენ იმით, რომ ამერიკა-ევროპის მითითებებს საერთოდ არ შეასრულებენ! ახალი მთავრობა მიიღებს აბსოლუტურად სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რაც თავად დასავლეთსაც მოეწონება. ეს ზუსტად ის მეცნიერული ტვინია საქართველოსი, რაც ჯერ კიდევ 25 წლის წინ ვიწინასწარმეტყველე. ბოლოს და ბოლოს, ქართული პოლიტიკა სწორად აზროვნებას იწყებს. მთავარი ის იქნება, რომ რუსეთს არავითარ საბაბს არ მისცემს საიმისოდ, რომ ომი გაგვიმართოს, მიუხედავად კრემლის ყველა მცდელობისა. პირიქით, ეს ქართული პოლიტიკის ანკესზე წამოეგება რუსეთის მთავრობა. მერწმუნეთ, ეს ასეა ასი პროცენტით.
საქართველოში ახალ პოლიტიკურ სახეებთან ერთად ახალი ბიზნესმენებიც ჩნდებიან, ანუ ღვინის, ლუდის, ლიმონათისა და ა.შ. ახალი მწარმოებლები, რომლებიც ახალ ბრენდებს შესთავაზებენ ხალხს. ბიზნესსამყაროში ნამდვილად დიდი გადატრიალება მოხდება და ერთი და იგივე, ვითომ წარმატებული ბიზნესმენები, ადგილს დაუთმობენ ახალ მეწარმეებს. ამ ახალი ბიზნესმენების საქმიანობაში მნიშვნელოვანია ის, რომ დიდი კონტაქტები ექნებათ უცხოელებთან. მათ ეცოდინებათ უცხოელებთან მუშაობა, ანუ, როგორ მოიზიდონ, რით დააინტერესონ. ისინი ამ საქმის ოსტატები არიან. ეს ყველას გაუკვირდება და გაუჩნდება ერთი კითხვა: „სად იყვნენ ეს ადამიანები აქამდე?“ სად და საზღვარგარეთ სწავლობდნენ და ზუსტად იმ ცოდნას ეუფლებოდნენ, რაც საქართველოს აქამდე არ ჰქონია. ამ ცოდნას სამშობლოში ჩამოიტანენ. გაიხსენეთ ჩემი ადრინდელი წინასწარმეტყველება უცხოეთში განსწავლულ ახალგაზრდობაზე, რომელიც საქართველოში დიდი ცოდნითა და გამოცდილებით ბრუნდებიან. ისინი ააშენებენ ქარხნებს, შექმნიან ინფრასტრუქტურებს და საქართველოს მთავრობაც ხელს შეუწყობს მათ ყველაფერში. ახალი მთავრობის წევრები ძალიან კარგად იქნებიან გათვითცნობიერებულები ამ ახალი ბიზნესმენების საქმიანობაში, ვინაიდან მათაც უცხოეთში აქვთ განათლება და ცოდნა მიღებული. მოკლედ, ისე იქნება, როგორც ანდაზაშია, მუნჯის ენა დედამ იცისო. ამიტომაც იმოქმედებენ ისინი — მთავრობა და ბიზნესი — შეთანხმებულად.
ქართველ ბიზნესმენებს აუცილებლად ეყოლებათ მოკავშირე უცხოელი პარტნიორები. ეს იქნება თავდაცვითი ფორმა, რათა მომავალში ვინმეს რამე ფიქრები არ აეშალოს. ხომ იცით, მაინც ქართველები ვართ!
სხვათა შორის, სოფლის მეურნეობის მოსავალი იქნება ეკოლოგიურად სუფთა და ძალიან დიდი ფასი ექნება მომავალში. წარსულში უკვე ვიწინასწარმეტყველე, რომ ის მრავალფეროვანი მოსავალი, რომელსაც გლეხი მოიყვანს, სრულად დააკმაყოფილებს მთელ საქართველოს და მოწამლული უცხოური პროდუქცია აღარ დაგვჭირდება, რომ მსოფლიოს ქვეყნები იტყვიან, ქართული პროდუქცია ყველაზე სუფთააო, რომ საზღვარგარეთის ქვეყნები დიდი სიამოვნებით შეიძენენ ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმს საქართველოსგან.
საერთოდ მთელ კავკასიაში დიდი პოლიტიკური ცვლილებები წავა. სხვათა შორის, ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთს დიდი „სამუშაო“ ელის. ისინი ღია ომს უცხადებენ ჩრდილოკავკასიაში ჩასახლებულ მუსლიმებს, ანუ ტერორისტებს. იწყებენ მათზე ნადირობას, თუმცა ტერორისტსაც და მშვიდობიან მოსახლესაც ერთ ჯამში მოაქცევენ. მე ჯერ კიდევ 1995 წელს ვიწინასწარმეტყველე და ვთქვი, რომ მომავალში რუსეთი დაიწყებს თავისი ზურგის, სამხრეთ რუსეთის, ანუ ჩრდილოეთ კავკასიის დასუფთავებას, რათა ამით პრობლემები მოხსნას-მეთქი. ჩრდილოკავკასია რომ ტერორისტთა ბუდეა, მსოფლიოსთვის ნათელი ხდება.
მინდა გავიხსენო საქართველოს რუკა, რომელზეც 1992 წელს რუსეთის სამხედრო გეგმები, ოკუპირებული ტერიტორიები შემოვხაზე და ქართველების მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების მონახაზებიც დავიტანე. რუსები, როგორც ადრე აღვნიშნე, უკვე ნელ-ნელა ხვდებიან, რომ საქართველოსთან ბრძოლა მათ საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაზე უარყოფითად მოქმედებს — განსაკუთრებით, კავკასიაში — და, ბოლოს და ბოლოს, გაიაზრებს, რომ მოძლიერებული საქართველო უფრო აწყობს, ვიდრე დაშლილი და განადგურებული. თუმცა საქართველოს მიმართ რუსთა ზრახვების ასრულებას კოსმოსი მაინც არ დაუშვებს.
სხვათა შორის, ჩრდილოეთ კავკასია საქართველოსთვის არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს. კავკასიონს ისინი ვერ გადმოლახავენ. საერთოდ კი მუსლიმებისგან თავდასაცავად საიდუმლო იარაღებს ვხედავ, რომლებიც აღმოსავლეთით არის პირმიქცეული და იცავს ჩვენს ქვეყანას. გაიხსენეთ ჩემი წინასწარმეტყველება!
2014 წელი, 25 იანვარი
მიუხედავად ჩემი უამრავი წინასწარმეტყველებისა ჩრდილოეთ კავკასიაზე, კოსმოსში კვლავ იხსნება წინასწარმეტყველებები რუსეთზე მუსლიმთა შესევის თაობაზე. კავკასია — ეს არის ცენტრი მუსლიმთა გაერთიანებისა და მრავალჯერ ნათქვამს ვიმეორებ, რომ ამას ვერაფერი ვერ შეაჩერებს. ისინი ყველგან ყველაფერს აფეთქებენ. ფრთხილად! ვურჩევ რუსეთის მთავრობას, რადიკალურად შეცვალოს პოლიტიკა კავკასიელ მუსლიმთა მიმართ. მიმოიხედეთ, რუსეთი მუსლიმებითაა დასახლებული და ლამის მხოლოდ სახელიღა დარჩა მისგან. ასე რომ, მალე პოლიტიკა ძალიან შეიცვლება — ვგულისხმობ კავკასიაში მცხოვრებ მუსლიმებსა და რუსებს შორის არსებულს. ვხედავ, მუსლიმები წერილებს კი აღარ იწერებიან, არამედ პირდაპირ მოქმედებაზე გადადიან. კავკასიელი მუსლიმები ქმნიან საომარ მდგომარეობას და რუსეთი იძულებული გახდება, ჩაერთოს ამ ბრძოლებში. ეს ძალზე რთული იქნება, ვინაიდან, როცა პირისპირ ომობ, იცი, ვის ესვრი, რას ესვრი, რა გინდა. მაგრამ როცა ტერაქტს გიწყობენ, მისი ამოცნობა და გაშიფვრა ძალიან ძნელია. ტერორიზმს მთელი მსოფლიო ებრძვის, მაგრამ ვერა მოუხერხებიათ რა. რუსეთის მთავრობამ თავისი პოლიტიკა სასწრაფოდ უნდა შეცვალოს, თორემ დაწყებული ტერორების დამთავრებას ვერ ვხედავ. თუმცა მერე სხვა მოვლენები მოხდება, რომელთაც ამ პერიოდების შემდეგ ვიწინასწარნმეტყველებ. ამ ეტაპზე არ მინდა განვაცხადო, რასაც ვხედავ. ყველამ თავისი წილი სიმწარე იწვნიოს!!! თუნდაც რუსეთმა, რომელსაც ხშირად ვაფრთხილებდი, მართლმადიდებელი, ერთმორწმუნე საქართველოს მიმართ ჩადენილ ბოროტებას კოსმოსი არ გაპატიებთ-მეთქი.
ყველაფერი ზუსტად, ერთი-ერთში სრულდება. რუსეთი არასდროს არაფრად არ აგდებდა საქართველოს, არც მეზობლად და არც სახელმწიფოთა შორის მეგობრობის დონეზე. საქართველო მათთვის იყო ქვეყანა, რომელიც აუცილებლად დამოკიდებულია რუსეთზე, მის პოლიტიკაზე და რუსეთს როგორც სურს, ისე მოექცევა ამ პატარა ქვეყანას. ანუ არავითარ ანგარიშს არ უწევდა და არ მიაჩნდა იგი ანგარიშგასაწევ ქვეყნად. თუმცა ასე ფიქრობს რუსეთი აზერბაიჯანზეც, სომხეთზეცა და სხვა ქვეყნებზეც. ასე რომ, საქართველოს მიერ გადადგმული სამშვიდობო ნაბიჯები, რუსეთს, უკაცრავად, მაგრამ ფეხებზე ჰკიდია. „ვინ ხარ, შენ, საქართველო, და საერთოდ რა უნდა დამიშალო? მე ვარ დიდი რუსეთის იმპერია და იმ პოლიტიკას გავატარებ, რომელიც მე მსურს!“ — ასეთია მისი პოზიცია. ჰოდა, აი ამ პოლიტიკის გატარება სადამდეც მიგიყვანთ, იმასაც ნახავთ!
რუსეთი არ შეცვლის პოლიტიკას არცერთ შემთხვევაში, ამის იმედი ნურავის ექნება, ნურც ჩრდილოეთ კავკასიას და ნურც სხვა პატარა სახელმწიფოებს. ერთადერთი, ვის მიმართაც რუსეთი აუცილებლად შეცვლის პოლიტიკას — ეს საქართველოა, ანუ აფხაზეთი, სამაჩაბლო და სხვა მიწები, რომლებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული.
განსაკუთრებითა და ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ სოჭში ჩერქეზებს არაფერი ეკუთვნით! სოჭი საქართველოს გაგრძელებაა. ჩრდილოეთ კავკასიაში მუსლიმები მოსულები არიან აღმოსავლეთის უდაბნოდან. ისტორიულად ბევრი დამამტკიცებელი ფაქტი არსებობს, თუ როგორ ჩამოასახლეს და შემოასახლეს ისინი. და ახლა, თუ ისინი სომხებივით წერენ ისტორიას, რომ საქართველო მაგათია, ეგ სხვა საქმეა. სომხებისთვის ხომ ლამის მთელ მსოფლიოში ყველაფერი მაგათია. მაგრამ ფრთხილად იყვნენ, ერევანიც არ დაკარგონ! სომხეთი ირანის, აზერბაიჯანის, თურქეთის, ანუ მუსლიმურ რკალშია მომწყვდეული და ერთადერთი საშველი მისთვის საქართველოა, ქრისტიანული საქართველო!
მოკლედ, მრავალჯერ შემიძლია გავიმეორო, რომ როცა მსოფლიოში დიდი ომია, საქართველოში სიმშვიდეა. რუსეთს კი მაინც მოუწევს ანგარიში გაუწიოს საქართველოს და შეარბილოს თავისი იმპერიული პოლიტიკა, ვინაიდან საქართველო რუსეთის ზურგს იცავს. თუმცა ამ ბრძოლებში ჩვენს ქვეყანას არა ესაქმება რა. საქართველო კავკასიის ცენტრია და ის პოლიტიკა, რომელსაც იგი ატარებს მეზობლების მიმართ, სავსებით აკმაყოფილებს სამეზობლო თუ საერთაშორისო პოლიტიკის სტანდარტებს.
ვხედავ, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მოიმართება და დაიწყებს მოძრაობას. იმდენად ამაზრზენი ხდება რუსების მოქმედება, რომ პასუხის გაუცემლობა, ბოლოს და ბოლოს, თავმოყვარეობის ამბავია ჩვენი მთავრობისთვის. გელაპარაკება რუსი პოლიტიკოსი და ფაქტობრივად, მასხარად გიგდებს, როცა შენ მასზე მეტად განათლებულიც ხარ და უკეთაც ახერხებ მოვლენების ანალიზს. ის კი უბრალოდ თვალში ნაცარს გაყრის. ამიტომ მოხდება ისე, რომ ქართული პოლიტიკის პასუხი მაგარი სილის გარტყმა იქნება რუსეთისთვის. დღევანდელი მთავრობა ისე გაცოფდება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომ „ნაციონალებს“ გაასწრებს. ეს ძალზე დააფიქრებს კრემლის ბინადართ, რუსეთის მთავრობას. ქართული დარტყმითი პოლიტიკა „გიორგი ბრწყინვალის“ დროსაც გაგრძელდება და მაშინ ნახეთ ცირკები. ის ერთ სიტყვასაც არ დაუთმობს რუსებს. დიდ პოლიტიკურ ბრძოლებში, ვხედავ, რომ რუსეთი დამარცხდება. ეს იმიტომ, რომ რუსულ პოლიტიკაში უკვე ხდება ის, რაც აწყობს ევროპასა და ამერიკას.
2014 წელი, 23 თებერვალი
მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარება სულ სხვა სახე მიიღებს. იწყება დიდი ბრძოლა უკვე ყოველგვარი თამაშის, ანუ თავშეკავების გარეშე, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში. ამერიკა-ევროპას, როგორც ყოველთვის, ერთი აზრი აქვს ამ პოლიტიკურ ომებში. უკრაინის მოვლენებმა დაანახა მსოფლიო პოლიტიკოსებს, რომ თამაში არ შეიძლება, რომ საჭიროა ღრმა ცვლილებები, რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება, რათა ომები არ დაიწყოს და არ გაგრძელდეს.
მე ვიწინასწარმეტყველე რამდენიმე წლის წინ, საქართველო მოულოდნელად მიიღებს მაპს-მეთქი. დღევანდელ ქართველ პოლიტიკოსებს სიფრთხილე მართებთ. მათ არ უნდა გაატარონ ორაზროვანი პოლიტიკა არც რუსეთის, არც ევროპისა და არც აშშ-ს მიმართ, ვინაიდან მსოფლიო პოლიტიკაში ყველაფერი შეიცვლება. სწორედ ამ ცვლილებებს მოჰყვება ის, რომ საქართველო მოულოდნელად მიიღებს მაპს. და ვიმეორებ: სიურპრიზები რუსეთს!
უკრაინა – ეს იყო მსოფლიოსთვის დიდი მაგალითი. რუსეთმა თავისი უსუსურობა გამოაჩინა, ძალიან სუსტი პოლიტიკური ნაბიჯები გადადგა და წააგო. კრემლის ბინადარნი ახლა კიდევ მეტ შეცდომებს დაუშვებენ. უკრაინას დაყოფა არ აწერია. ყირიმი, ხარკოვი, დონბასი… — ყველაფერი ეს უკრაინაა და უკრაინელი ხალხი არცერთ შემთხვევაში არ დათმობს მათ. რაც კი რამ არსებობს ევროპასთან მიმართებაში, ყველაფერზე ხელს მოაწერს უკრაინა და არცერთ შემთხვევაში არ მოერიდება რუსეთს. რუსეთს მშვიდობიანობის დროსაც, ანუ ამ მოვლენებამდეც, ყოველთვის ჰქონდა პრეტენზია ყირიმზე და უკრაინის სხვა ტერიტორიებზე, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობდა. მაგრამ დღეს კიდევ უფრო ამწვავებენ საკითხს. რუსეთის დუმა, მთავრობა, მათი გამოსვლები და ლოზუნგები უკრაინისთვის არაფერს ნიშნავს, რადგან ბევრს იტყვიან, იქაქანებენ, მაგრამ ეს გამოსვლები ცარიელ სიტყვებად რჩება, რადგან, ვიმეორებ, უკრაინას ორად გაყოფა არ აწერია.
იულია ტიმოშენკო თავისებურად დიდ როლს ასრულებს. მისთვის მთავარია, რომ უკრაინა უსმენს. მაგრამ არიან ოპოზიციონერები, რომელთაც ძალუძთ ჩაენაცვლონ ტიმოშენკოს და ქვეყანა მართლა დემოკრატიულად მართონ, წაიყვანონ ის ევროპისკენ. მოკლედ, ტიმოშენკო რაღაც როლს კი ასრულებს, მაგრამ მთავარ, წამყვან ძალად ვეღარ გადიქცევა. მან თავისი პოლიტიკური რესურსიც თითქმის ამოწურა და ფიზიკურიც. ჯანმრთელობის მხრივ მკურნალობა მოუწევს საკმაო ხანს. თუმცა ის პოლიტიკას მაინც არ ჩამოშორდება.
ვხედავ, შავ ზღვაზე ამერიკული გემები კიდევ შემოვლენ მშვიდობის დასამყარებლად. ეს მოხდება ვითომ საქართველოსთან დაკავშირებით, ანუ საბაბად საქართველოს გამოიყენებენ, მაგრამ მთელი ყურადღება უკრაინისკენ იქნება მიმართული. ანუ, ამბობენ ერთს, აკეთებენ მეორეს. ამერიკა არცერთ შემთხვევაში არ მისცემს რუსეთს უფლებას, რომ მან ყვირილი ატეხოს, აშშ უხეშად ერევა რუსეთის საშინაო საქმეებშიო.
საქართველოში კი თითქოს დრო გაჩერდა. ყველა რაღაცას ელოდება. ოღონდ ამ „რაღაცას“ რა ჰქვია, არავინ იცის. ეს კია, რუსეთის მარცხი უკრაინასთან საქართველოს წისქვილზე დიდ წყალს დაასხმას. ამას ვამბობდი წარსულში და ვიმეორებ ახლაც.
საქართველოშიც აუცილებლად იქნება მთავრობის ცვლა — აუცილებლად! ის პოლიტიკა, რომელიც ახლა თამაშდება მსოფლიოში, მოითხოვს სულ სხვა ხელისუფალს, განსაკუთრებით საქართველოში. იმიტომ რომ საქართველო, როგორც ყოველთვის აღვნიშნავდი, კავკასიის უმნიშვნელოვანესი რეგიონია (აქვე მინდა ისევ გავიმეორო, რომ საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ეს ასე იქნება! გახსოვთ, ალბათ, რომ წლების წინ ვიწინასწარმეტყველე, რუსეთს თავისი თავი ექნება მისახედი და საკუთარი ხელით დაგვიბრუნებს სამაჩაბლოსა და აფხაზეთს-მეთქი). ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა არ ჰყავს. ანუ, ეს ის მთავრობა არ არის, რომელიც „გაქაჩავს“ მსოფლიო პოლიტიკურ თამაშში. ამიტომ საქმეში ამერიკელები ჩაერევიან და სწორედ ისინი შეცვლიან ჩვენში ყველაფერს. და იცოდეთ, ჩემი ხალხისა და ჩემი ქვეყნისთვის ეს ცვლა არის გადარჩენის გზა!
რუსეთს რისი იმედიც ჰქონდა — ანუ საქართველოს ახალი მთავრობისა, რომელიც მოგვიწოდებდა, არიქა, ურთიერთობები აღვადგინოთო და ა.შ. — იქიდან არაფერი გამოუვა. ვხედავ, ევროპის მასშტაბით როგორ იყვირებენ საქართველოს წარმომადგენლები, რომ რუსეთი ოკუპანტია.
მავთულხლართებთან ვხედავ ხალხის დიდ მასას, რომლებიც ჭრიან ამ მავთულებს. საქართველო თავის ტერიტორიებს იბრუნებს. ეს თემა უკვე რუსეთსაც აღარ დააინტერესებს, ვინაიდან მას ბევრად რთული სხვა უამრავი პოლიტიკური საკითხი აქვს გადასაწყვეტი და მოსაგვარებელი.
სხვათა შორის, რუსეთს ურთიერთობა ძალიან დაეძაბება აზერბაიჯანთან. იმაზე, რასაც რუსეთი ითხოვს აზერბაიჯანისგან, ქვეყნის პრეზიდენტი პირდაპირ უარს სტკიცავს. ვიმეორებ: რუსეთი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, მაგრამ უკან არ დაიხევს. ცოტა ხანს დაიცდის, დააკვირდება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში და მერე იარაღის ჟღარუნს დაიწყებს. გაიხსენეთ 1992 წლის 10 აპრილის წინასწარმეტყველება: „რუსეთ- უკრაინის ომი გარდაუვალია!“ ეს რუსეთისთვის იქნება დამღუპველი ომი. ის უდიდეს შეცდომას უშვებს ყველგან. მთელი უკრაინა აღსდგება რუსეთის წინააღმდეგ. ის სიძულვილი, რომელიც ყოველთვის იყო უკრაინელებში რუსთა მიმართ, ახლა ათმაგად აენთება და გადაწვავს კიდეც რუსულ პოლიტიკას.
დღეს უკრაინაა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, უფრო სწორად, უკრაინა და რუსეთი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამერიკა და ევროპა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართ ყურადღებას კი არ ადუნებენ, კიდევ უფრო ამძაფრებენ და საკუთარ პოლიტიკას ატარებენ. ვხედავ, ირანის ურანთან დაკავშირებით ისევ ატყდება ხმაური. ახლა ირანი რაკეტებს რაკეტებზე ცდის, რაც ძალიან აყურადებს ევროპასა და ამერიკას. ასე რომ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ხელს არ უშლის ამერიკასა და ევროპას, რომ მსოფლიო პოლიტიკა ისევ მართონ.
ვაფრთხილებ რუსეთს: ის საზღვარი, რომელიც 11 კილომეტრით გადმოსწიეს, ისევ უკან გადასწიონ, თორემ ვხედავ აფხაზეთში გამოსვლებს, მიტინგებს, ხალხის უკმაყოფილებას…
2014 წელი, 25 თებერვალი
ვიმეორებ მილიონჯერ ნათქვამ ფრაზას: პუტინს არ უნდა ენდოს საქართველო! მას ჩვენი ქვეყნის მიმართ დადებითი ნაბიჯი არ გადაუდგამს და არც გადადგამს. მის აზროვნებაში, მის ფიქრებში არ არსებობს დადებითი ხედვა საქართველოსა და ქართველების მიმართ. პუტინი ცარიელ ფრაზებს ისვრის მხოლოდ. მაგალითად, გავლით რომ ახსენა, თუკი მოინდომებს საქართველოს პრეზიდენტი, შევხვდებიო. ეს დიდი ბლეფია. ვერ ხედავთ, რომ პუტინი საქართველოს ტერიტორიებს ნელ-ნელა ანაწევრებს, თავისი ჭკუით იტაცებს მიწებს და აკეთებს იმას, რაც ლამის არც მონღოლებს, არც ყიზილბაშებს და არც სხვას არ გაუკეთებია საქართველოსთვის. უნდა იცოდეთ, რომ პუტინს ერთადერთი გეგმა აქვს: გაანადგუროს საქართველო ისე, რომ ერთი ქართველიც არ დადიოდეს დედამიწაზე. მას სძულს ჩვენი ქვეყანა და ვძულვართ ჩვენ. ჰოდა, ამ სიძულვილს ასმაგად დაუბრუნებს კოსმოსი, რომელიც უდიდეს დარტყმას მიაყენებს მის პოლიტიკურ მოღვაწეობას.
კიდევ ვიმეორებ 1992 წლის 10 აპრილის წინასწარმეტყველებას: რუსეთ-უკრანის ომი გარდაუვალია. წლების განმავლობაში უამრავი წინასწარმეტყველება წარმოვთქვი იმაზე, რომ რუსეთი უკრაინასთან დამარცხდება და აქედან დაიწყება მისი დაშლა. უკრაინა არ არის პატარა საქართველო და ამ დიდ სახელმწიფოს რუსეთი ვერ მოერევა.
საქართველოს დღევანდელ მთავრობას სათქმელად აქვს, ჩვენ ჩვენი ვეცადეთ რუსეთთან, ბევრ დათმობაზე წავედით, მავთულხლართებს რომ აბამდნენ, ოკუპანტებიც კი არ გვიყვირიაო. მოკლედ, „ნაციონალების“ კურსისგან ძალიან განსხვავდება ახალი მთავრობის პოლიტიკური კურსი რუსეთის მიმართ. მაგრამ პუტინისთვის „ნაციონალებიცა“ და „ოცნების“ მთავრობაც ერთია. ის მაინც თავისას განაგრძობს. რუსეთი მთავრობა ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რომ ჩვენი დღევანდელი მთავრობა, ვიმეორებ, „ნაციონალებს“ გადაასწრებს მათ ლანძღვაში.
ვხედავ, რუსეთის პოლიტიკური დაძაბულობა უკრაინასთან საქართველოს წისქვილზე ასხამს წყალს. ახლა ამერიკაც გამწარებულია და ევროპაც და ამიტომ ნატოშიც და ევროკავშირშიც, როგორც ადრე ვიწინასწარმტყველე, დაჩქარებული ტემპით კი არ შევდივართ, შევრბივართ.
რუსეთი ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ეს უფრო და უფრო გამოჩნდება ახლო მომავალში. უკრაინასთან დაძაბულობა და ომი ხომ საერთოდ გაანადგურებს მას, რაც კრემლის ბინადართ ვერც წარმოუდგენიათ.
მე წარსულში, რუსეთ-საქართველოს ომისას, აღვნიშნე, მთელი რუსეთი მომხრეა იმისა, რასაც პუტინი აკეთებს-მეთქი. არავის გეგონოთ, რომ ვინმე ეწინააღმდეგება მის საგარეო პოლიტიკას. ამიტომ კოსმოსი არ აპატიებს მათ და როგორც ადრე დავწერე, ვინც საქართველოს შეეხება, კოსმოსი გაანადგურებს-მეთქი, ზუსტად ახდება.
აი შიდაპოლიტიკით კი უკმაყოფილოა რუსეთის მოსახლეობა და ეს უკმაყოფილება უფრო და უფრო იზრდება. სოჭის ოლიმპიადისთვის გაღებული უზარმაზარი ხარჯი აუნაზღაურებელია. ამ ღონისძიებამ არაფერი შემოსავალი არ მოუტანა რუსეთს. თანაც ეს ბოლოს ნაუცბათევად აშენებული შენობებიც ჩამოიქცევა და ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება. ჰოდა, მაშინ დაინახავთ, რა ოლიმპიადაც იყო ეს. იქ იმდენი დარღვევა, იმდენი საშინელი დანაშაული ფიქსირდება, რომ ამაზე ორი წელი არ გეყოფა ადამიანს, რომ წერო…
რუსეთის მთავრობამ ძალიან კარგად იცის, რომ უკრაინასთან ომი კარგს არაფერს მოუტანს და ძალიან ცუდად შეუბრუნდებათ. განა სხვა გზა არ არსებობს, არსებობს, მაგრამ სხვაგვარად რუსეთის მთავრობის თავმოყვარეობა ილახება და ამიტომ ძველ გზას მისდევენ.
სხვათა შორის, პრეზიდენტ იანუკოვიჩს რომ ეძებენ, იპოვიან და გაასამართლებენ კიდეც.
ვხედავ, ევროპა-ამერიკა უკრაინას და საქართველოს მხარში უდგანან, სწორ პოლიტიკურ მიმართულებას აძლევენ და ამით დიდ დარტყმას აყენებენ რუსულ პოლიტიკას, ანუ რუსეთის სიძლიერეს. ეს ჩანაფიქრი, გეგმა, ახალი არ არის, ის წარსულიდან მოდის. პუტინი მიდრეკილია მიიტაცოს სხვისი მიწები და ეს ერთგვარ ავადმყოფურ სურვილში გადასდის, რაც შესანიშნავად იციან დასავლეთში.
სხვათა შორის, რაც მოხდა უკრაინაში, ეს კარგი მაგალითია ოპოზიციისთვის, რომ ხალხთან თამაში არ შეიძლება. უკრაინა გაერთიანებული ძალით შეუტევს რუსეთს და რუსი დასაყრდენ ძალას ვერ მონახავს უკრაინაში. თუ ასეთი გამოჩნდა, სწრაფად მოაშორებენ.
მინდა აღვნიშნო, რომ ტიმოშენკოსთან დაკავშირებით რუსეთს გეგმები ჩაეშლება, ვინაიდან ის არ აჰყვება რუსულ თამაშს. ახლა იმიტომ მუსირებს ტიმოშენკოს გვარი, რომ კრემლი სხვა დასაყრდენს ვერ ხედავს უკრაინაში. მაგრამ ტიმოშენკომ სრულად შეცვალა თავისი პოზიცია. მან დაინახა და დარწმუნდა, რომ უკრაინელი ხალხი არც მისცემს უკვე იმის საშუალებას, რომ რუსეთის მხარეზე ითამაშოს, და არც აპატიებს ამას არცერთ შემთხვევაში.
რაც შეეხება რუსულენოვან მოსახლეობას, პუტინი ამბობს, ჩემს ხალხს დავიცავო, მაგრამ ეს „დაცვა“ უდიდესი შეცდომაა და დიდი მარცხის მომტანი გლობალურ პოლიტიკაში. ამიტომ უკრაინის საქმეებში ჩარევას არ ვურჩევდი კრემლის ბინადართ. მაგრამ ის, რაც ვიწინასწარმეტყველე, მაინც ასრულდება და ბედისწერას ვერავინ გაექცევა.
მომავალში ჩვენს მთავრობას კიდევ უფრო ხშირი კონტაქტები ექნება ევროპასა და ამერიკასთან. ამერიკა უკვე დაჩქარებული წესით იმოქმედებს. მათ კარგად იციან, რომ დროის გაწელვას აზრი აღარ აქვს, რადგან მოსაგები უკვე მოიგეს და ახლა საჭიროა საქართველოსთვის მაპის სასწრაფოდ მინიჭება და ასევე ევროკავშირში გაერთიანებაც. ეს სწორედ ის მოვლენებია, რომლებიც ამერიკელებსა და ევროპელებს ბაზას გაუმყარებს მთელ კავკასიაში.
რუსეთი, რა თქმა უნდა, ახმოვანებს მხოლოდ იმას, რაც მას აწყობს. ამიტომ დუმს იმ ბრძოლებზე, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარეობს (მე 25 წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ომები გაგრძელდებოდა). მაგრამ ამერიკელებმა ძალიან კარგად იციან, რა ომებსაც აწარმოებენ რუსები იქ.
ვხედავ, ამერიკული გემები ისევ შემოდიან შავ ზღვაში — სამხედო გემებს ჰგვანან — ვინაიდან ვითარება უკონტროლო ხდება როგორც რუსეთ-უკრაინას შორის, ისე ჩრდილოეთ კავკასიაშიც. საჭიროა შეიკრას ერთგვარი დაცვითი ბადე ამ გემებისგან კავკასიის რეგიონისთვის და ასევე უკრაინისთვისაც.
აუცილებლად უნდა დავაფიქსირო ის, რასაც წარსულშიც ვხედავდი და ახლაც ვხედავ: რუსეთის პრეზიდენტმა ტერორისტებთან უდიდესი მუშაობა ჩაატარა, სერიოზული მოლაპარაკებები აწარმოვა, რათა ოლიმპიადის პერიოდში სოჭში და მის სიახლოვეს აფეთქებები და ტერორები არ მოეწყოთ. შეთანხმება შედგა, ოღონდ პუტინმა დიდი ხარკი გაიღო საამისოდ. ეს ამბავი აუცილებლად გახმაურდება. ამაზე თვითონ ტერორისტები ილაპარაკებენ. საქმე ისაა, რომ ამ შეთანხმებას ყველა დაჯგუფება არ ემხრობოდა, წინააღმდეგი ბევრი იყო, მაგრამ წამყვანმა ძალამ, ანუ მთავარმა დაჯგუფებამ, თავისი გაიტანა. ამის გამო მომავალში დიდი დაპირისპირებები და გარჩევები იქნება მეამბოხეთა შორის.
და მაინც, აფეთქებები და ტერორისტული აქტები ამით არ აღმოიფხვრება. ისინი მაინც მოხდება. ეს გარდაუვალია. მაინც ასრულდება წინასწარმეტყველება. სხვათა შორის, ოლიმპიადის მსვლელობისას რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში მომხდარი ინციდენტები, ვითომ გაზის გაჟონვით გამოწვეული აფეთქებები და სხვა, ყველაფერი ტერაქტი იყო. მაგრამ ეს მკაცრად ინიღბებოდა, რათა სპორტსმენები არ გაქცეულიყვნენ სოჭიდან.
კიდევ ვიმეორებ, რომ რუსეთი ჩიხში მოექცევა. რუსეთის პრეზიდენტის სურვილია, უკვე დაარტყს უკრაინას. მინდა აღვნიშნო, რომ ყირიმში, სევასტოპოლში და სხვა რუსულენოვან რეგიონებში, სადაც ეწინააღმდეგებიან უკრაინულ კანონებს და სკანდირებენ, ჩვენ ვართ რუსეთი და ვიბრძოლებთ სისხლის უკანასკნელ წვეთამდეო, რუსეთის მთავრობისგან გაქეზებაც კი არ არის საჭირო. ყველაფერი თავისთავად ხდება. უკრაინელები და რუსები საერთოდაც აგრესიულად არიან ერთმანეთის მიმართ განწყობილნი და რუსეთის პრეზიდენტსაც ეს უნდა. ხალხი გაღიზიანებულია და ისედაც წამოიწყებს ომს. ისეთი ამბები ატყდება, რომ პუტინი ხელებს გაშლის, რა ვქნა, ბატონო, თუ არ ჩავერიე, არ შეიძლება, ჩემს ხალხს ხომ არ დავაჩაგვრინებ უკარაინელებს, მათ არ სურთ უკრაინასთან ყოფნა, ეს მიწები რუსეთს ეკუთვნის, რუს ხალხს, და ჩვენ ვალდებული ვართ დავეხმაროთ ჩვენს ხალხსო…
(გაგრძელება იქნება)
P.შ. მასალი მთავარ ფოტოდ გამოყენებულია რუკა, რომელზეც ლელა კაკულიამ ჯერ კიდევ შორეულ 1992 წელს მონიშნა საქართველოს მცველი კოსმიური ენერგიები.
ამ რუკაზევე, მსხვილი წითელი ხაზებით, მონიშნულია რუსული არმიის ქვეყნის ტერიტორიაზე მოძრაობის კურსი – ანუ მათი შემოსვლისა და გასვლის მიმართულება. გაიხსენეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და დააკვირდით, სად არის დასმული ოკუპანტის უკუსვლის აღმნიშვნელი ისარი!!!
საყურადღებოა ისიც, რომ ამ რუკაზე საქართველო ერთა ლიგის მიერ (გაეროს წინამორბედი ორგანიზაცია) აღიარებულ საზღვრებშია ასახული!!!

ამ რუკას, უკანა მხარეს, არაერთი მაშინდელი მაღალჩინოსნისა და საზოგადო მოღვაწის ხელმოწერა ამშვენებს დასტურად იმისა, რომ საკუთარი თვალით აქვთ ნანახი მასზე დატანილი ყველა ინფორმაცია.”ვარი პოლიტიკა გატარდება, როგორსაც ამერიკა და ევროპა — მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები გადაწყვეტენ. ფაქტობრივად, რუსულ პოლიტიკას ნიღაბი აეხდება ბოლომდე”. – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"დროის გაწელვას აზრი აღარ აქვს…”- ლელა კაკულია სკანდალური წინასწარმეტყველება

კითხვის გაგრძელება

აგრეთვე იხილეთ: