კესარია აბრამიძე დაკრძალეს
მოდელი და მსახიობი, კესარია აბრამიძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.
დაკრძალვის ცერემონიას კესარიას ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები ესწრებოდნენ. დაკრძალვაზე მისული იყო საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.
შეგახსენებთ, რომ მოდელი და მსახიობი, კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს. 37 წლის ქალს 28 ჭრილობა აღენიშნებოდა.
კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით, მისი მეგობარი მამაკაცი ბექა ჯაიანი დააკავეს.
მოსამართლემ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, ბექა ჯაიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულ მამაკაცს ტრანსგენდერ ქალთან ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა.