9-დღიანი ძებნის შემდეგ ტატო ზანანაშვილი გარდაცვლილი იპოვეს
9-დღიანი ძებნის შემდეგ ტატო ზანანაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.
ოჯახი ახალგაზრდა ბიჭს, 28 წლის ტატო ზანანაშვილს 9 დღის განმავლობაში ეძებდა. ის 12 სექტემბერს სახლიდან გავიდა. ოჯახის ინფორმაციით თბილისიდან მატარებლით ხარაგაულში წავიდა, თუმცა მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულა.
21 სექტემბერს ზანანაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.
სად და რა პირობებში აღმოაჩინეს ბიჭის ცხედარი ჯერჯერობით უცნობია.
“უნიჭიერესი მუსიკოსი ადამიანი რომლის ნიჭსაც საზღვარი არ ჰქონდა სამწუხაროდ გარდაცვლილი იპოვეს ვზიარებ ოჯახის წევრების და ახლობლების მწუხარებას“,- წერენ ოჯახის ახლობლები.