სად და რა ვითარებაში ნახეს ბოლოს ბიჭი, რომელსაც 2 თვეზე მეტია ეძებენ?
თვეზე მეტია, ოჯახი ახალგაზრდა ბიჭს, თორნიკე დალაქიშვილს ეძებს – ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ. ისინი ამბობენ, რომ დალაქიშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციამაც იცის, თუმცა მისი პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. დაკარგულის ოჯახი და მეგობრები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.
“25 აპრილიდან გაუჩინარებულია თორნიკე დალაქიშვილი. ოჯახთან და მეგობრებთან არ არის კონტაქტზე, არ ვიცით, სადაა ან სად შეიძლება იყოს. პოლიცია საქმის კურსშია და ეძებს, მაგრამ, კვალზე ვერ გადიან. გთხოვთ, გაავრცელეთ, იქნებ ვინმემ სადმე ნახოს და ვიპოვოთ.
თუ ნახავთ ან ამ დღეების განმავლობაში სადმე შეგხვედრიათ, გთხოვთ, მომწერეთ ან დამირეკეთ 595998861, 568704613″ – წერს სოციალურ ქსელში დაკარგული მამაკაცის მეუღლე.
სოციალურ ქსელში ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარებას დედა, ინგა ფერაძეც ეხმაურება და მოსახლეობას სთხოვს, რომ დაკარგულ მამაკაცზე რაიმე სახის ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკონ მითითებულ ნომრებზე – 595998861 ან 568704613.
25 აპრილს გაუჩინარებული მამაკაცის სოციალურ ქსელში ბოლო ფოტო 17 აპრილს არის გამოქვეყნებული. კადრი სწორედ “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე მგობრებთან ერთადაა გადაღებული.
Facebook-ზე აქტიურად წერენ, რომ ბიჭი სწორედ აქციის შემდეგ გაუჩინარდა და ამბობენ, რომ მის გარდა რუსთაველის გამზირზე კიდევ რამდენიმე ადამიანი დაიკარგა, რომლებსაც დღემდე ეძებენ.