რეგისტრაცია
Website Demo » კესარია აბრამიძის მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია

18 Sep 2024, 23:56

„ფორტუნას“ ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც ბრალად ედება ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

სავარაუდო მკვლელის დაკავების შესახებ „ფორტუნა“ დამატებით დეტალებს არკვევს.

შეგახსენებთ, გუშინ საღამოს თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე.

არსებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძე მეგობარმა მამაკაცმა მოკლა

არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

აგრეთვე იხილეთ: