რამდენ ლარს შეადგენს კონტროლიორის საშუალო ანაზღაურება თბილისში
დედაქალაქში 2024 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში 215 კონტროლიორი იყო დასაქმებული, – ამის შესახებ აღნიშნულია „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ თბილისის მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მერიაში განმარტავენ, რომ ამავე პერიოდში კონტროლიორების შრომის ანაზღაურებაზე 2 127 332 ლარი გაიცა. შესაბამისად, გამოდის, რომ ერთი კონტროლიორის თვიური ანაზღაურება შესრულებული სამუშაოსთვის საშუალოდ 1 979 ლარის ფარგლებშია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ხუთ თვეში 215-მა კონტროლიორმა ჯამში 42 761 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი დაწერა. დედაქალაქის მერიის ცნობით, ჯამში, იანვრიდან მაისის ჩათვლით გამოწერილი ჯარიმების ოდენობამ 855 220 ლარი შეადგინა.