“დედამიწაზე მსგავსი რამ არასდროს მომხდარა, მინდა გაგაფრთხილოთ…” – ნახეთ ლელა კაკულიას შემაშფოთებელი წინასწარმეტყველება
გთავაზობთ ლელა კაკულიას უახლეს წინასწარმეტყველებას.
ჩაწერილია 2023 წლის 16 ნოემბერს.
„გლობალურ პოლიტიკაში მიდის ისეთი კოლოსალური თამაში, როგორიც ისტორიას არ ახსოვს — მსგავსი რამ მანამდე დედამიწაზე არ მომხდარა.
თამაშობს ამერიკაც, დიდი ბრიტანეთიც და დანარჩენი ევროპაც. ყველა სახელმწიფოს სურს, რომ მსოფლიო პოლიტიკაში ძლიერი პოზიცია დაიკავოს. მაგრამ წამყვან სახელმწიფოდ, ლიდერად, მაინც შეერთებული შტატები რჩება.
მუსლიმთა გაერთიანების საფრთხე დასავლეთს უკვე ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ მსოფლიოს დომინანტები ისინი გახდნენ, მათ უკარნახონ დანარჩენ მსოფლიოს დღის წესრიგი.
სხვათა შორის, თამაშობს გაეროც, რომელიც რეზოლუციას იღებს და ათასგვარ განცხადებას აკეთებს, თითქოს თითს უქნევს ისრაელს. სინამდვილეში ყველანი წინასწარ არიან შეთანხმებული, ვინ რომელ ხმას იტყვის საერთო პოლიტიკურ სიმღერაში.
ყველა ის განცხადება, რომელიც თითქოს ისრაელის „დაუნდობელ ქმედებებს გმობს“ ღაზაში, კეთდება მხოლოდ და მხოლოდ მუსლიმების დასანახად, იმისთვის, რომ შეაჩერონ ისინი და მათი გაერთიანება არ დაუშვან.
“მსგავსი რამ მანამდე დედამიწაზე არ მომხდარა..” – ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება04-05-2024გიორგი ამილახვარი
საზოგადოება
“მსგავსი რამ მანამდე დედამიწაზე არ მომხდარა..” – ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება
გთავაზობთ ლელა კაკულიას უახლეს წინასწარმეტყველებას.
ჩაწერილია 2023 წლის 16 ნოემბერს.
„გლობალურ პოლიტიკაში მიდის ისეთი კოლოსალური თამაში, როგორიც ისტორიას არ ახსოვს — მსგავსი რამ მანამდე დედამიწაზე არ მომხდარა.
თამაშობს ამერიკაც, დიდი ბრიტანეთიც და დანარჩენი ევროპაც. ყველა სახელმწიფოს სურს, რომ მსოფლიო პოლიტიკაში ძლიერი პოზიცია დაიკავოს. მაგრამ წამყვან სახელმწიფოდ, ლიდერად, მაინც შეერთებული შტატები რჩება.
მუსლიმთა გაერთიანების საფრთხე დასავლეთს უკვე ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ მსოფლიოს დომინანტები ისინი გახდნენ, მათ უკარნახონ დანარჩენ მსოფლიოს დღის წესრიგი.
სხვათა შორის, თამაშობს გაეროც, რომელიც რეზოლუციას იღებს და ათასგვარ განცხადებას აკეთებს, თითქოს თითს უქნევს ისრაელს. სინამდვილეში ყველანი წინასწარ არიან შეთანხმებული, ვინ რომელ ხმას იტყვის საერთო პოლიტიკურ სიმღერაში.
ყველა ის განცხადება, რომელიც თითქოს ისრაელის „დაუნდობელ ქმედებებს გმობს“ ღაზაში, კეთდება მხოლოდ და მხოლოდ მუსლიმების დასანახად, იმისთვის, რომ შეაჩერონ ისინი და მათი გაერთიანება არ დაუშვან.
მაგრამ მსლიმური სახელმწიფოები მაინც გაერთიანდებიან და მოხდება ის, რასაც მრავალი წელია, ვწინასწარმეტყველებ: მუსლიმები გაერთიანდებიან და ომს უცხადებენ მსოფლიოს!!!
ეს ჯერ კიდევ 1992 წელს დავინახე და ვთქვი.
მაშინვე ვიწინასწარმეტყველე ისიც, რომ მუსლიმთა გაერთიანების გული და ძლიერი ბაზა — ეს ირანია; რომ დაიძაბება სექტემბერი და ოქტომბერი, ოღონდ არა საქართველოსათვის, არამედ მთელი ქრისტიანული ქვეყნებისათვის; რომ ჩემი საქართველო ჩაკეტილია — ღვთის დაცვით რკალს ვერავითარი მიწიერი ძალა ვერ გაარღვევს და ეს იქნება უდიდესი სასწაული!!!
გაიხსენეთ 1994 წლის 5 მაისის წინასწარმეტყველება:
„ვხედავ გადამწვარ მინდვრებს. მიწა იწვის, ყველგან სისხლია. მუსლიმთა დაუნდობელ ქმედებას არ აქვს საზღვარი. ადამიანი შეძრწუნდება. მე თვითონაც ძალიან მიჭირს ამის ყურება. გადაწვავენ და გაანადგურებენ ყველაფერს, რაც კი გზად შეხვდებათ – მარტო ქრისტიანული კულტურის ძეგლებს კი არა, არამედ ყველასა და ყველაფერს.
საქართველოს ირგვლივ კი ყველაფერი იწმინდება და მშვიდდება. უზარმაზარი ენერგიები იცავს საქართველოს.
რასაც ახლა ვწინასწარმეტყველებ, ასრულდება და ყველა მიხვდებით, თუ რა ძვირფასი ინფორმაცია მივაწოდე ხალხს“.
მაგრამ, საბოლოო ჯამში, იქით მუსლიმური სახელმწიფოები დამარცხდებიან, აქეთ რუსეთი წააგებს უკრაინასთან ომში.
ვხედავ, რომ რუსეთთან ამერიკის ჩუმი, ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.
ისრაელი კი არ ჩერდება და არც შეჩერდება. ებრაელები არ შეარჩენენ ჰამასს არცერთ წვეთ სისხლს, ლამის მიწაში ჩაჰყებიან — თანაც მინიმალური დანაკარგებით.
ისრაელი მზად იყო ომისთვის. მას ზეთანამედროვე სამხედრო შეიარაღება აქვს და ისეთი რამის გაკეთება შეძლო, რასაც ამერიკა და ევროპა ვერ გააკეთებდნენ. ჭკვიანი ერია ებრაელები!!!
რაც შეეხება საქართველოს, ვხედავ, რომ იქმნება კოალიციური მთავრობა, რაც ჯერ კიდევ 2007 წელს ვიწინასწარმეტყველე, და ეს მეტად მომგებიანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.
ახალგაზრდულმა ძალამ, რომლის გამოჩენასაც ასევე მრავალი წელია ვხედავ, ფეხი უკვე შემოდგა!!!“,- აცხადებს კაკულია.