"ბავშვს უშნოდ ეთამაშებოდაო" - რას ამბობენ მეზობლები ზუგდიდში მომხდარ შემზარავ ფაქტზე?
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ბაბუა დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, 66 წლის კაცი 9 წლის გოგონაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ძალადობდა.
გავრცელებული ცნობით, მომხდარის შესახებ ბავშვმა დედას გაუმხილა, რის შემდეგაც მან პოლიცია გამოიძახა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 141-ე მუხლითა და 11 პრიმა 151-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებასა და მუქარას გულისხმობს.