(ვიდეო) "უფროსი ბავშვები კიოდნენ... კარი რომ გავაღე, ცეცხლი შემომივარდა სახლში" - რას ჰყვებიან მეზობლები ზუგდიდში ტრაგიკულად დაღუპულ ბავშვებზე?
"უფროსი ბავშვები გამოვარდნენ გვიშველეთო... 6 წლის ტყუპები დაიღუპნენ" - რას ამბობენ მეზობლები ზუგდიდში გაჩენილ ხანძარზე?
ზუგდიდში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა. ცეცხლი ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად 6 წლამდე ძმები დაიღუპნენ. სახლში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვანის გადარჩენა კი მაშველებმა შეძლეს. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფთან ერთად მობილიზებული იყო პოლიცია. ცეცხლის სხვა სართულებზე გავრცელების საფრთხე არსებობდა, თუმცა რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგად მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსს-კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.
ვიდეო: "მთავარი არხი"